გიორგი ჩაკვეტაძე
Aa
Aa

„ჩაკვეტაძეს შეუძლია ჩემპიონშიფის საუკეთესო ფეხბურთელი გახდეს“ | BBC უოტფორდზე წერს

BBC-იმ ინგლისის რანგით მეორე დივიზიონის, ჩემპიონშიფის 2025/26 წლების სეზონს სტატია მიუძღვნა. ავტორიტეტულმა გამოცემამ თითოეულ გუნდზე დეტალურად დაწერა და ივარაუდა, რომ გიორგი ჩაკვეტაძის „უოტფორდი“ მე-14 ადგილს დაიკავებს.

მოლოდინები

„უოტფორდის გარშემო ბევრად დიდი მოლოდინია, ვიდრე 12 თვის წინ იყო. უოტფორდმა სამი საუკეთესო ფეხბურთელი — გიორგი ჩაკვეტაძე, კვადვო ბაა და იმრან ლუზა — შეინარჩუნა და გუნდის ბირთვი უცვლელი დატოვა. კრაზანებმა რამდენიმე საინტერესო შემტევი დაიმატეს და შესაძლოა, დაწინაურებისთვის იბრძოლონ.“

ძლიერი მხარეები

„გიორგი ჩაკვეტაძემ, გოლებისა და საგოლე გადაცემების მხრივ რომ მოუმატოს, შეუძლია, ჩემპიონშიფის საუკეთესო ფეხბურთელი გახდეს. ბაას ტალანტი და ფეთქებადი სისწრაფე ნიშნავს, რომ უოტფორდს ორივე ფლანგზე ხარისხიანი და განსხვავებული გარემარბი ჰყავს.“

სუსტი მხარეები

„ბოლო წლებში უოტფორდი სეზონის მეორე ნაწილს ცუდად ატარებს და, თუ გუნდს რამის მიღწევა სურს, ეს უნდა შეწყდეს. დაცვის მარჯვენა ფლანგი სუსტად გამოიყურება.“

განსხვავების შემქმნელი

„უმრავლესობა შემტევ ფეხბურთელს აირჩევდა, მაგრამ უოტფორდს ბევრი ძლიერი შემტევი ჰყავს. კრაზანებს სჭირდებათ მოთამაშე, რომელიც მოედნის ცენტრში იდგება და შავ სამუშაოს შეასრულებს.“

ცნობისთვის, Opta-ს ვარაუდით, „უოტფორდი“ საერთოდ ლიგა 1-ში გავარდება. ავტორიტეტული სტატისტიკური პორტალი ვარაუდობს, რომ „კრაზანების“ დაქვეითების შანსი 21.7 პროცენტია, რაც „ოქსფორდთან“ ერთად ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

მსგავსი სიახლეები