ფერმინ ლოპესი
Aa
Aa

მანჩესტერ იუნაიტედს ფერმინ ლოპესის დამატება სურს

„მანჩესტერ იუნაიტედს“ „ბარსელონას“ ნახევარმცველის, ფერმინ ლოპესის დამატება სურს და მზადაა, რომ მასში 80 მილიონი დოლარი გადაიხადოს.

როგორც Fichajes-ი წერს, „წითელმა ეშმაკებმა“ 22 წლის ესპანელის ტრანსფერზე წინასწარი შეთავაზება უკვე გააკეთეს და „ბლაუგრანამ“ მისი განხილვა უკვე დაიწყო.

ახალ სეზონში ლოპესის მომავალი კატალონიურ კლუბში ბუნდოვანია, რადგან გუნდის მთავარი მწვრთნელის, ჰანსი ფლიკის ხელმძღვანელობის, მას რეგულარული სათამაშო დრო გარანტირებული არ აქვს, რის გამოც, ფერმინმა კლუბი შესაძლოა სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე დატოვოს.

გავრცელებული ინფორმაციით, რუბენ ამორიმის გუნდი მზადაა, რომ ესპანელს საკვანძო როლი მისცეს.

შეგახსენებთ, რომ ლოპესმა გასულ სეზონში 46 მატჩი ჩაატარა, 8 გოლი გაიტანა და 10 ასისტი მიითვალა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კვარას სრულად განეიტრალება შეუძლებელია | ტოტენჰემის მწვრთნელი სუპერთასის წინ
კვარას სრულად განეიტრალება შეუძლებელია | ტოტენჰემის მწვრთნელი სუპერთასის წინ