ხვიჩა კვარაცხელია, ტომას ფრანკი
Aa
Aa

კვარას სრულად განეიტრალება შეუძლებელია | ტოტენჰემის მწვრთნელი სუპერთასის წინ

UEFA-ს სუპერთასზე ევროპა ლიგის გამარჯვებული „ტოტენჰემი’’ ჩემპიონთა ლიგის მოქმედ მფლობელ პსჟ-ს დაუპირისპირდება. მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე კრისტალსპორტმა „დეზების'' მთავარ მწვრთნელ ტომას ფრანკს ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ჰკითხა.

ირაკლი გოგვაძის კითხვა ტომას ფრანკს: „მე მინდა გკითხოთ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ. რა შეგიძლიათ გვითხრათ ხვიჩა კვარაცხელიას პიროვნული თვისებების შესახებ? გაქვთ გეგმა, თუ როგორ უნდა შეაჩეროთ ის?''

ტომას ფრანკის პასუხი: „შემიძლია რამდენიმე რამ ვთქვა. ის განსაკუთრებული ფეხბურთელია, უნიკალური ტალანტი. ვფიქრობ, ბურთით სვლა და ერთი ერთზე თამაში მას ძალიან განსაკუთრებულად გამოსდის. დიდხანს ვადევნებ თვალს, როგორც „ნაპოლიში,’’ ასევე ეროვნულ გუნდში და რა თქმა უნდა ახლა პსჟ-ში. მაგრამ სრული პატივისცემით უნდა ვთქვა, რომ ისიც უბრალოდ ადამიანია — ძალიან კარგი მოთამაშე. ჩვენ გვყავს კარგი მცველები და კარგი გეგმაც გვაქვს. ასე რომ დარწმუნებული ვარ, შეგვიძლია საკმარისად შევზღუდოთ. ბუნებრივია, სრულად მისი განეიტრალება შეუძლებელია’’.

UEFA-ს სუპერთასი უდინეში, „ფრიულიზე'' ხვალ, 13 აგვისტოს თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები