საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრებმა სომხეთი გაანადგურა
საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრებმა სომხეთის ასაკობრივი გუნდის წინააღმდეგ პირველი ამხანაგური მატჩი გამართა. სფფ-ის რუსთავის ტექნიკურ ცენტრში ჩატარებული შეხვედრა ჩვენი გუნდის გამარჯვებით, 5:1 დასრულდა.
საქართველოს ნაკრები მატჩის პირველ წუთზე ანანო მიქაბერიძემ დააწინაურა. 27-ე წუთზე კესო მეტონიძემ მასპინძელთა უპირატესობა ორამდე გაზარდა, ხოლო ლოლიტა კალოიანმა 31-ე წუთზე გატანილი გოლით ანგარიშის 3:0 გახადა.
61-ე წუთზე ლიზი კაკულიამ სომხეთის კარში მეოთხე გოლი გაიტანა, მატჩის საბოლოო ანგარიში კი, 77-ე წუთზე, მარიამ ჯოჯუამ დააფიქსირა.
საქართველოს ნაკრები სომხეთის წინააღმდეგ მეორე ამხანაგურ შეხვედრას 14 აგვისტოს გამართავს. მატჩი სფფ-ის რუსთავის ტექნიკურ ცენტრში გაიმართება და 20:00 საათზე დაიწყება.
წყარო: ეროვნული ნაკრები