„როდრი არ იყიდება“ - გუარდიოლას უარი რეალს
მადრიდის „რეალმა“ „მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველის, როდრის, ყიდვის სურვილი გამოთქვა.
თუმცა, El Nacional-ის ინფორმაციით, „ქალაქელების“ მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ, „რეალს“ ნახევარმცველის შესაძლო ტრანსფერზე უარი უთხრა და ხაზი გაუსვა, რომ ის მისი პროექტის განუყოფელი ნაწილია.
სამეფო კლუბის მხრიდან სერიოზული ინტერესის მიუხედავად, გვარდიოლამ განაცხადა: „როდრი არ იყიდება“.
შეგახსენებთ, რომ 29 წლის ესპანელი 2024 წლის „ოქროს ბურთის“ მფლობელი და „მანჩესტერ სიტის“ საკვანძო ფიგურაა.
გეტყვით ასევე, რომ როდრიმ გასული წლის სექტემბერში, მუხლის ჯვარედინი მყესების ტრავმა მიიღო, რის გამოც თითქმის 9-თვიანი მკურნალობის კურსის გავლა დასჭირდა და მოედანზე დაბრუნება მხოლოდ ივნისში შეძლო.
აგვისტოში ესპანელი ისევ დაშავდა. ამ სეზონში მან ხუთი მატჩი ჩაატარა. როდრი „ქალაქელების“ ღირსებას 2014 წლიდან იცავს, მისი კონტრაქტი კი 2027 წლამდეა გათვლილი.