ხვიჩა კვარაცხელია, ვიტინია
Aa
Aa

დღევანდელი ვარჯიში გამოტოვა - რა ელის ხვიჩას ბარსელონასთან

საქართველოს ნაკრებისა და პსჟ-ის ერთ-ერთმა ლიდერმა, ხვიჩა კვარაცხელიამ პარიზულ გუნდთან ერთად დღევანდელი ვარჯიში გამოტოვა. ფრანგული Le Parisien-ის ინფორმაციით, ლუის ენრიკეს გუნდმა ჩემპიონთა ლიგაზე „ბარსელონასთან“ გასამართი მატჩის მომზადება დღეს დაიწყო, თუმცა სავარჯიშო პროცესში რამდენიმე წამყვანმა მოთამაშემ ვერ მიიღო მონაწილეობა, მათ შორის ხვიჩა კვარაცხელიამ და ვიტინიამ.

უკვე გადაწყვეტილია, რომ „ბლაუგრანასთან“ გუნდს უსმან დემბელე, დეზირე დუე და მარკინიოსი ვერ დაეხმარებიან, მათ რიგებს კი შესაძლოა ხვიჩა კვარაცხელია და ვიტინიაც შეუერთდნენ. ყველაფერი ხვალ, მატჩისწინა ვარჯიშის შემდეგ გადაწყდება.

ასევე იწერება, რომ გუნდს ფაბიან რუისი დაუბრუნდა, რომელმაც ლიგა 1-ის გასული ტურის მატჩი გამოტოვა, სადაც პსჟ-მა საკუთარ მოედანზე „ოსერს“ 2:0 მოუგო. ესპანელმა სპეციალისტმა შაბათს და კვირას ინდივიდუალური პროგრამით ივარჯიშა, დღეს კი გუნდის საწვრთნელ პროცესს შეუერთდა. Le Parisien-ი წერს, რომ დიდი ალბათობით, „ბარსელონას“ წინააღმდეგ ჟოაო ნევეშიც ითამაშებს.

რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას, ქართველ ფეხბურთელს დღეს სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა, რის შედეგადაც დადგინდა, რომ ხვიჩას მარცხენა ფეხზე ბარძაყის კუნთის მცირე დაზიანება აქვს, თუმცა შესაძლებელია, რომ კვარამ „ბარსელონასთან“ მატჩისთვის გამოჯანმრთელება მოასწროს. Le Parisien-ი ამტკიცებს, რომ ხვიჩა გუნდს „ბარსელონაში“ გაყვება და იმის მიუხედავად, მიიღებს თუ არა ხვალინდელ ვარჯიშში მონაწილეობას, შესაძლოა ოთხშაბათს მცირე სათამაშო დრო ცვილებიდან მაინც მიეცეს.

საგულისხმოა, რომ ტრავმის გამო რამდენიმე ფეხბურთელი „ბარსელონასაც“ დააკლდება. გავრცელებული ინფორმაციით, ოთხშაბათის მატჩში მონაწილეობას რაფინია ვერ მიიღებს.

„ბარსელონასა“ და „პარი სენ-ჟერმენის“ დაპირისპირება 1 ოქტომბერს, საქართველოს დროით 23:00 საათზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბარსელონასთან თამაში საეჭვოა - ახალი ცნობები ხვიჩას ტრავმაზე
ბარსელონასთან თამაში საეჭვოა - ახალი ცნობები ხვიჩას ტრავმაზე