ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

ბარსელონასთან თამაში საეჭვოა - ახალი ცნობები ხვიჩას ტრავმაზე

ფრანგული მედია ხვიჩა კვარაცხელიას ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ახალ ინფორმაციას ავრცელებს.

გავლენიანი გამოცემა RMC Sport-ის ჟურნალისტი, არტურ პერო სოციალურ ქსელში წერს, რომ ხვიჩა კვარაცხელიას და ვიტინიას სამედიცინო შემოწმება ხვალ, დილის საათებში ჩაუტარდებათ და მათი დიაგნოზის შესახებ ოფიციალური ინფორმაციაც სწორედ ამის შემდეგ გამოცხადდება.

ლუის ენრიკემ დღეს ფეხბურთელების დატვირთვა აღარ ისურვა. ესპანელმა სპეციალისტმა გუნდში დასვენების დღე გამოაცხადა და შესაბამიად, ხვიჩასაც და ვიტინიასაც დასვენების შესაძლებლობა მიეცემათ.

ქართველი და პორტუგალიელი ფეხბურთელების ჯანმრთელობის შესახებ პსჟ-ის მთავარ მწვრთნელს ჟურნალისტებმა გუშინ, ოსერთან მატჩის შემდეგაც ჰკითხეს, რაზეც ლუის ენრიკემ განაცხადა, რომ პოზიტიური მდგომარეობა არ არის, თუმცა, სამედიცინო შემოწმებამდე წინასწარი დასვკნების გაკეთება არ სურს.

ქართველ ფეხბურთელს ტკივილი მარცხენა ბარძაყის კუნთის არეში აწუხებდა, ფრანგული მედია კი ვარაუდობს, რომ ხვიჩა ჩემპიონთა ლიგაზე, „ბარსელონასთან“ მატჩისთვის გამოჯნამრთელებას ვერ მოასწრებს.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ლიგა 1-ის გასულ ტურში, ხვიჩა კვარაცხელიამ პირველ ნახევარში ტრავმა მიიღო, რის გამოც ლუის ენრიკემ ის შესვენებაზე შეცვალა. ასევე, ხვიჩას გასვლამდე პირველივე ნახევარში მოედანი ვიტინიამაც დატოვა.

ოთხშაბათს, პარიზულ გუნდს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ფაზის მეორე ტურში „ბარსელონასთან“ მატჩი ელის, ტრავმის გამო კი გუნდს უსმან დემბელე, დეზირე დუე და მარკინიოსი ვერ დაეხმარებიან. ასევე, საეჭვოა ჟოაო ნევეშისა და ფაბიან რუისის თამაშიც, გუშინ კი საეჭვოთა სიას ხვიჩა კვარაცხელია და ვიტინიაც შეემატნენ.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ხვიჩა ტრავმის გამო შეცვალეს | პსჟ-მა ლიდერობა დაიბრუნა
ხვიჩა ტრავმის გამო შეცვალეს | პსჟ-მა ლიდერობა დაიბრუნა