ილია თოფურია, ალექსანდრე თოფურია
Aa
Aa

ილია თოფურიას პროგნოზი ძმის ჩხუბზე: დარწმუნებული ვარ, პირველ რაუნდში მოიგებს

22 ნოემბერს, ალექსანდრე თოფურია ყაზახ ბეკზატ ალმახანს დაუპირისპირდება.

მიუხედავად იმისა, რომ რთულ ბრძოლას ვიხილავთ, „კონკისტადორის“ ძმა, ილია თოფურია დარწმუნებულია, რომ ალექსანდრე მოიგებს.

„საზოგადოების თვალში ეს ჩხუბი რთული ჩანს, რადგან ალმახანი ისეთი მეტოქეა, რომელსაც პატივი უნდა სცე და ყურადღება გამოიჩინო, მაგრამ ჩემი ძმის შესაძლებლობებში ეჭვი არ მეპარება. დარწმუნებული ვარ, რომ პირველ რაუნდში მოიგებს. ვხედავ, რომ ის ძალიან მომზადებულია“, - თქვა „ელ მატადორმა“.

შეგახსენებთ, რომ უფროსი თოფურია 29 წლისაა. მას MMA-ში 6 მოგება და 1 წაგება აქვს. UFC-ში მისი დებიუტი თებერვალში, UFC 312-ზე შედგა: „კონკისტადორმა“ ავსტრალიელი კოლბი თიქნესი მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა.

რაც შეეხება თავად ილიას, მან ბოლოს ჩარლზ ოლივეირას წინააღმდეგ იჩხუბა და მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამარი დაისაკუთრა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მეტოქის შვილმა დაანოკაუტა | ვანდერლეი სილვა კლინიკაში გადაიყვანეს
მეტოქის შვილმა დაანოკაუტა | ვანდერლეი სილვა კლინიკაში გადაიყვანეს