ილია თოფურია
Aa
Aa

„თოფურიასთან უპირობო ფავირიტი იქნებოდა“ - რუსი მებრძოლი ზაბიტ მაგომედშარიპოვზე

UFC-ის ყოფილმა და ამჟამად, ცნობილი საბრძოლო ორგანიზაცია ACA-ს რუსმა მებრძოლმა, ტიმურ ვალიევმა რუსულ მედიასთან ინტერვიუს დროს ილია თოფურიას შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ მისი თანამემამულე, UFC-ის ყოფილი მებრძოლი ზაბიტ მაგომედშარიპოვი ქართველთან უპირობო ფავორიტი იქნებოდა.

რას ამბობს ვალიევი:

„ზაბიტი ძალიან კარგად მუშაობდა დაბალი სიმაღლის ბიჭებთან. ის კარგი მოკრივეცაა და მისთვის დარტყმის მიყენება რთულია. ვფიქრობ, ზაბიტი თოფურიასთან სამრაუნდიან ბრძოლაში დიდი ფავორიტი იქნებოდა. მას მაქს ჰოლოუეისთან უფრო გაუჭირდებოდა ჩხუბი, ვიდრე ილია თოფურიასთან.“

„ზაბიტს ბევრჯერ ვეჩხუბე და მასთან ბრძოლა ყოველთვის რთული იყო. ჩემი ერთადერთი უპირატესობა ის იყო, რომ როდესაც ბრაზდებოდა, მთელი ძალით იწყებდა დარტყმას. მე კი ვიცოდი, რომ ამ დროს დაიღლებოდა. ან მესამე რაუნდში ვურტყავდი, ისიც იმიტომ რომ ორი რთული რაუნდის შემდეგ უფრო მეტი შანსი მქონდა. თუმცა, სხვა მხრივ, მისი დამარცხება ძალიან რთული იყო.“

ცნობისთვის, ზაბიტ მაგომედშარიპოვმა კარიერა 2022 წელს დაასრულა. მას MMA-ში 19 ბრძოლა აქვს გამართული და მხოლოდ ერთხელ ფამარცხდა. რაც შეეხება ტიმურ ვალიევს, მან შერეულ საბრძოლო ხელოვნებებში 24 ბრძოლა ჩაატარა და ხუთჯერ დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები