გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

„იდეალური გრძელვადიან პერსპექტივაში“ | ინგლისში მიქაუტაძეზე და ტოტენჰემზე დაწერეს

ბრიტანული სპორტული პლატფორმა, Footballfancast ესპანურ პრესაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. Fichajes-მა დაწერა, რომ „ტოტენჰემს“ გიორგი მიქაუტაძის შეძენა სურს და მზად არის, მის სანაცვლოდ 60 მილიონი ევრო გადაიხადოს.

„ტოტენჰემი მიქაუტაძეს თვალს ადევნებს და არსებობს მოსაზრება, რომ მისი სათამაშო სტილი პრემიერ ლიგისთვის იდეალური იქნება. თუმცა, ქართველი თავდამსხმელი ზაფხულში „ვილიარეალში“ გადავიდა და ამ ეტაპზე ესპანურ კლუბზეა კონცენტრირებული. ვნახოთ, შესაძლებელი გახდება თუ არა ტრანსფერის დახურვა.

ჩავი სიმონსმა და რიშარლისონმა სეზონი ცუდად დაიწყეს, ხოლო მიქაუტაძე ის ფეხბურთელია, რომელმაც როგორც „მეცში“, ასევე „ლიონში“ დაამტკიცა, რომ საიმედო მეგოლეა. 24 წლის თავდამსხმელი სანაკრებო დონეზეც ბრწყინვალედ გამოიყურება – საქართველოს ეროვნული გუნდის მაისურით ჩატარებულ 39 მატჩში 21 გოლი აქვს გატანილი. ევრო 2024-ზე კი სამი ბურთი შეაგდო და ტურნირის თანაბომბარდირი გახდა.

„ტოტენჰემს“ ახალი თავდამსხმელი სჭირდება და ასაკის გათვალისწინებით, მიქაუტაძე შეიძლება იდეალური გრძელვადიანი დანამატი აღმოჩნდეს. შესაბამისად, აღმაფრთოვანებელია, რომ „დეზები“ შეთავაზების გასაკეთებლად მზად არიან,“ – წერს ბრიტანული გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ პრემიერ ლიგის 6 ტურის შემდეგ „ტოტენჰემს“ 11 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-4 პოზიციას იკავებს. „დეზები“ „ლივერპულს“ 4 ქულით ჩამორჩებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გაბრაზებული დე ბრუინი და კონტეს პასუხი | ალეგრი მილანის თამაშით კმაყოფილია
გაბრაზებული დე ბრუინი და კონტეს პასუხი | ალეგრი მილანის თამაშით კმაყოფილია