ანტონიო კონტე, მასიმილიანო ალეგრი, კევინ დე ბრუინი
Aa
Aa

გაბრაზებული დე ბრუინი და კონტეს პასუხი | ალეგრი მილანის თამაშით კმაყოფილია

იტალიის სერია A-ს მეხუთე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში „მილანი“ „ნაპოლის“ დაუპირისპირდა. „პარტენოპეიმ“ მიმდინარე სეზონში ქულები პირველად დაკარგა და „როსონერისთან“ 1:2 დამარცხდა.

ანგარიში მე-3 წუთზე გაიხსნა, როცა მასიმილიანო ალეგრის გუნდში ალექსის სალემაკერსმა გაიტანა. 31-ე წუთზე კრისტიან პულიშიჩმა „მილანის“ უპირატესობა ორბურთიანი გახადა. 57-ე წუთზე „როსონერი“ რიცხობრივ უმცირესობაში დარჩა — მატჩის მთავარმა არბიტრმა პერვის ესტუპინანი გააძევა. ამის შემდეგ „ნაპოლიმ“ კევინ დე ბრუინის გოლით ჩამორჩენა შეამცირა, თუმცა ეს „პარტენოპეის“ მაქსიმუმი აღმოჩნდა.

ანტონიო კონტემ დე ბრუინი 72-ე წუთზე შეცვალა, რამაც ბელგიელი ნახევარმცველის გაბრაზება გამოიწვია. შეხვედრის შემდეგ კონტემ „კეიდიბიზე“ კომენტარი გააკეთა: „იმედი მაქვს, შედეგით იყო გაბრაზებული. თუ მიზეზი ცვლილება იყო, მაშინ გასაბრაზებლად არასწორი ადამიანი აურჩევია.“

„ნაპოლისთან“ მოპოვებულ სამ ქულაზე „როსონერის“ თავკაცმა, მასიმილიანო ალეგრიმაც ისაუბრა: „ბედნიერი ვარ. ძლიერი გუნდის წინააღმდეგ მნიშვნელოვანი გამოცდა ჩავაბარეთ და ბიჭებმა კარგად ითამაშეს. პირველი ტაიმი მაღალ დონეზე ჩავატარეთ, მეორე ნახევარში კი თავს ვიცავდით. „მილანი“ საწყის ეტაპზე იმყოფება და მუშაობა უნდა გავაგრძელოთ. წინ პატარა ნაბიჯი გადავდგით და მსგავსი რთული მატჩები კიდევ ბევრი გვექნება.“

ცნობისთვის, 5 ტურის შემდეგ „ნაპოლის“, „მილანსა“ და „რომას“ 12-12 ქულა აქვთ. „იუვენტუსი“ 11 ქულით მეოთხე პოზიციას იკავებს, „ინტერის“ ანგარიშზე კი 9 ქულაა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„მნიშვნელოვანი გასვლითი მატჩი მოვიგეთ“ - არველაძის მორიგი გამარჯვება ქასიმპაშაში
„მნიშვნელოვანი გასვლითი მატჩი მოვიგეთ“ - არველაძის მორიგი გამარჯვება ქასიმპაშაში