ბულგარეთის ნაკრების ლეგიონერები - დიმიტროვმა სია გამოაქვეყნა
Aa
Aa

ბულგარეთის ნაკრების ლეგიონერები - დიმიტროვმა სია გამოაქვეყნა

როგორც მოგეხსენებათ, ბულგარეთის ეროვნულ ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ალექსანდრ დიმიტროვი ჰყავს.

დიმიტროვმა გამოაქვეყნა იმ ლეგიონერების სია, რომლებსაც ოქტომბერში მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე სადებიუტო შეხვედრებში გამოიყენებს.

11 ოქტომბერს „ლომები“ სოფიაში, ვასილი ლევსკის სახელობის სტადიონზე თურქეთს უმასპინძლებენ, ხოლო 14 ოქტომბერს ესპანეთს დაუპირისპირდებიან.

ნაკრებში ბრუნდებიან პეტკო ხრისტოვი, ვიქტორ პოპოვი, ფილიპ კრასტევი და ზდრავკო დიმიტროვი, ხოლო ატანას ჩერნევი „სამფეროვანთა“ რიგებში პირველად გამოიძახეს. თუმცა ივან დულგეროვი, ალექს პეტკოვი, ფაბიან ნიურნბერგერი, გეორგი მილანოვი და ალექსანდრ კოლევი თამაშებს გამოტოვებენ.

მოწვეული უცხოელი ფეხბურთელების სრული სია:

დიმიტარ მიტოვი („აბერდინი“, შოტლანდია), პეტკო ხრისტოვი („ლა სპეცია“, იტალია), ატანას ჩერნევი („ესტრელა ამადორა“, პორტუგალია), როზენ ბოჟინოვი („როიალ ანტვერპენი“, ბელგია), ემილ ცენოვი („ორენბურგი“, რუსეთი), კრისტიან პეტროვი („ჰერენვენი“, ნიდერლანდები), ვიქტორ პოპოვი („კორონა კიელცე“, პოლონეთი), ანდრიან კრაევი („აპოელ თელ-ავივი“, ისრაელი), ილია გრუევი („ლიდსი“, ინგლისი), სტანისლავ შოპოვი („ოსიეკი“, ხორვატია), ფილიპ კრასტევი („ოქსფორდ იუნაიტედი“, ინგლისი), ზდრავკო დიმიტროვი („ბოდრუმი“, თურქეთი), კირილ დესპოდოვი („პაოკი“, საბერძნეთი), ვლადიმერ დესპოდოვი („პაოკი“, საბერძნეთი), მარტინ მინჩევი („კრაკოვია“, პოლონეთი).

ბულგარეთის ნაკრების ახალი მწვრთნელი დარწმუნებულია, რომ გუნდი მოწინააღმდეგეს სათანადო პატივისცემით შეხვდება, მაგრამ არ შეეშინდება.

„თურქეთი და ესპანეთი ჩვენთვის განსაკუთრებული გამოწვევაა. მათ სათანადო პატივისცემით მივუდგებით, მაგრამ არავითარ შემთხვევაში შიშით არ ვეთამაშებით. შესანიშნავი ფეხბურთელები ჰყავთ და მათი დონე ვიცით, თუმცა უფრო ძლიერი ხდები, როდესაც საუკეთესოებს უპირისპირდები.

ეს ფეხბურთელებისთვის დამატებითი მოტივაცია უნდა იყოს. ახლა მათ უნდა აჩვენონ, რისი გაკეთება შეუძლიათ“, – განაცხადა დიმიტროვმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები