ბასკონია, მათე ხატიაშვილი
Aa
Aa

მათე ხატიაშვილი ევროლიგაზე ბასკონიას განაცხადში მოხვდა

16 წლის მათე ხატიაშვილი ესპანურმა ბასკონიამ ევროლიგის განაცხადში შეიყვანა. ევროპის ერთ-ერთი წამყვანი ლიგის გუნდმა ახალგაზრდა ქართველი ამ სეზონის დასაწყისში ასაკობრივი გუნდიდან ძირითადში დააწინაურა და ხატიაშვილი ესპანეთის უმაღლესი ლიგის განაცხადში შეიყვანა, თუმცა ბასკონიას სამწვრთნელო შტაბი ამას არ დასჯერდა და ხატიაშვილს კიდევ უფრო დიდი ნდობა გამოუცხადა.

16 წლის ქართველი გამთამაშებელი ბასკონიელებმა ევროლიგის განაცხადშიც შეიყვანეს, რაც მისი ასაკის კალათბურთელისთვის დიდი მიღწევაა. 

ბასკონიას საევროლიგო განაცხადში სულ 19 კალათბურთელია, ბუნებრივია, მატჩის განაცხადებში სეზონის დროს ჯერ კიდევ 16 წლის კალათბურთელს (მათე 17 წლის 7 ნოემბერს გახდება) ძალიან გაუჭირდება მოხვედრა, თუმცა სასეზონო განაცხადში მოხვედრაც დიდი მიღწევაა. ის ბასკონიას განაცხადში, 30 ნომრითაა წარმოდგენილი.

ხატიაშვილი „ბასკონიას“ 2023 წელს შეუერთდა, გასული სეზონი კი მეორე გუნდში გაატარა და 18-წლამდე ესპანეთის ჩემპიონიც გახდა. მათეს საქართველოს 16 და 18 წლამდე ნაკრებებში უთამაშია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“ბედნიერი და მადლობელი ვარ“ - ბარსელონამ შენგელია წარადგინა
“ბედნიერი და მადლობელი ვარ“ - ბარსელონამ შენგელია წარადგინა