ნიკოლოზ ბასილაშვილი
Aa
Aa

ბასილაშვილმა ჩინეთში მიმდინარე ტურნირზე გამოსვლა დაასრულა

ჩინეთის ქალაქ ჯინგშანში გამართულ ჩელენჯერის ტურნირზე, ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი მერვედფინალში დამარცხდა. მან ავსტრალიელ ბერნარდ ტომიჩთან წააგო, ანგარიშით 1:6, 0:6.

ამ მარცხამდე, ბასილაშვილმა წარმატებით იასპარეზა ჩენდუს ATP-ის შეჯიბრებაზე, სადაც მეოთხედფინალს მიაღწია. ამ ეტაპზე ის იტალიელ ლორენცო მუზეტისთან დამარცხდა, რომელიც მსოფლიო რეიტინგში მე-9 ადგილს იკავებს.

ამჟამად, ბასილაშვილი ATP-ის რეიტინგში, მე-100 ადგილზეა. აღსანიშნავია, რომ ის მსოფლიო ასეულში 2021 წლის შემდეგ პირველად დაბრუნდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჩენდუს ტურნირი - ბასილაშვილი 1/4-ფინალში მუზეტისთან დამარცხდა
ჩენდუს ტურნირი - ბასილაშვილი 1/4-ფინალში მუზეტისთან დამარცხდა