ელენა რიბაკინა
Aa
Aa

ჩემპიონმა გამარჯვებით დაიწყო - რიბაკინამ დოჰაში ვანგი დაამარცხა

ავსტრალიის ღია პირველობის ახალი ჩემპიონი ელენა რიბაკინა, წლის პირველი დიდი სლემის ტურნირის შემდეგ, მონაწილეობას დოჰას ტურნირზე იღებს.

WTA-ს რეიტინგის მესამე ნომერი 1/16-ფინალში ხინიუ ვანგს დაუპირისპირდა და მარტივად ორ სეტში 6:2 6:4 დაამარცხა.

პირველი სეტი რიბაკინამ უშეცდომოდ ჩაატარა და ორი ბრეიკი შეასრულა. აღსანიშნავია ისიც, რომ ვანგს პირველ სეტში არცერთი ბრეიკ პოინტი არ ჰქონდა.

მეორე სეტი შედარებით დაძაბული გამოდგა. მეტიც, ვანგმა მე-5 გეიმში ბრეიკით დაწინაურდა და დამაჯერებლადაც გამოიყურებოდა, თუმცა ელენამ ჩაგდებული გეიმის შემდეგ ყველაფერი გამოასწორა.

რიბაკინამ ჯერ წონასწორობა აღადგინა, შემდეგ კიდევ ერთი ბრეიკი შეასრულა და მატჩი მისთვის ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანა.

შეგახსენებთ, რომ რიბაკინა და ვანგი კარიერაში ერთმანეთს მესამედ დაუპირისპირდნენ და ელენამ სამივე მატჩი მოიგო.

ცნობისთვის, დოჰას ტურნირზე რიბაკინას დასაცავი 95 ქულა დარჩა. გასულ წელს, ყაზახეთის სახელით მოასპარეზე ჩოგბურთელი მეოთხედფინალში იგა შვიონტეკთან დამარცხდა, რომელიც მიმდინარე წლის ტურნირზეც ასპარეზობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„იღბალიც კი არასოდეს ღალატობს“ - ნადალმა ალკარასი შეაფასა
„იღბალიც კი არასოდეს ღალატობს“ - ნადალმა ალკარასი შეაფასა