ქამბექი - რიბაკინამ ჟენგს მოუგო და დოჰას ტურნირის 1/4-ფინალში გავიდა
დოჰას ტურნირის მერვედფინალში ავსტრალიის ღია პირველობის მოქმედი ჩემპიონი ელენა რიბაკინა WTA-ს რეიტინგის 26-ე ნომერს, ქინვენ ჟენგს დაუპირისპირდა და მძიმე ბრძოლაში, სამ სეტში 4:6 6:2 7:5 დაამარცხა.
ელენამ პირველი სეტი საკმაოდ სუსტად ჩაატარა. საკუთარ ჩაწოდებაზე ძალიან უჭირდა და მეხუთე გეიმში „დაბრეიკდა“.
ჩინელმა ჩოგბურთელმა მოპოვებული უპირატესობა ხელიდან არ გაუშვა. მეტიც, 5:4-ზე ელენას მოწოდებაზე სეტ პოინტიც ჰქონდა, თუმცა სეტის ბედი მე-10 გეიმში გადაწყდა.
მეორე სეტში ყველაფერი შეიცვალა. ვიხილეთ გრძელი და რთული გათამაშებები. მე-4 გეიმში რიბაკინამ ბრეიკი შეასრულა და წინ გავიდა. ჟენგი ბევრს ცდილობდა, მაგრამ მე-8 გეიმში თავისი ჩაწოდება წააგო და სეტებს შორის ანგარიში გათანაბრდა.
ყველაზე მშვიდი მესამე სეტი გამოდგა. ყაზახეთის სახელით მოასპარეზე ჩოგბურთელმა მეორე გეიმში ბრეიკი შეასრულა, წინ გავიდა და მე-9 გეიმში მატჩზეც აწვდიდა, თუმცა საკუთარი მოწოდება წააგო, ჟენგმა კი წონასწორობა აღადგინა.
იმ დროს, როდესაც ანგარიში რიბაკინას სასარგებლოდ 6:5 იყო, ჟენგის მოწოდებაზე ბრეიკი შეასრულა და მატჩი მოიგო.
ცნობისთვის, დოჰას ტურნირის მეოთხედფინალში ელენას მოწინააღმდეგე WTA-ს რეიტინგის მე-13 ნომერი კანადელი ვიქტორია მბოკო იქნება.