რაფაელ ნადალი, კარლოს ალკარასი
Aa
Aa

“ამომავალი ვარსკვლავი აღარ არის, უკვე ლეგენდაა“ - ნადალი ალკარასზე

კარლოს ალკარასი საჩოგბურთო სამყაროში რაფაელ ნადალის მემკვიდრედ ითვლება და მას ჯერ კიდევ ეძახიან ამომავალ ვარსკვლავს, თუმცა რეალურად მას უკვე 7 დიდი სლემი აქვს მოგებული.

ამ საკითხთან დაკავშირებით, ლეგენდარულმა ყოფილმა ჩოგბურთელმა რაფაელ ნადალმა კომენტარი გააკეთა.

ნადალი:

„კარლოს ალკარასი ამომავალი ვარსკვლავი ან ნიჭიერი ჩოგბურთელი აღარ არის. მან უკვე 7 დიდი სლემი მოიგო და ჩოგბურთის ლეგენდაა! გადახედეთ ისტორიას. ბევრი გახსენდებათ, ვისაც 7 დიდი სლემი აქვს მოგებული? ავსტრალიაში საოცრად იასპარეზა და საკუთარი ძლიერი მხარეები წარმოაჩინა.

ალკარასს და ჯოკოვიჩს ვერ შევადარებთ. ეს იგივე იქნება დღევანდელი მესი, რომ ბარსელონაში მოთამაშე მესის შევადაროთ. იგივეს თქმა შემიძლია კრიშტიანუზეც. ზოგადად შედარებები არ მიყვარს. არასდროს ვიტყვი, რომ ერთი მეორეზე უკეთესია.

ბედნიერები უნდა ვიყოთ იმით, რომ ნოვაკ ჯოკოვიჩი ჯერ კიდევ მწვერვალზეა. ალკარასს კი ჩოგბურთი კიდევ უფრო მაღალ დონეზე აჰყავს. ჩემი კარიერა ლოგიკურად დასრულდა. იმაზე დიდხანს ვითამაშე, ვიდრე წარმომედგინა.“

შეგახსენებთ, რომ რაფაელ ნადალმა საჩოგბურთო კარიერა 2024 წელს დაასრულა. მან კარიერაში 22 დიდი სლემის ტურნირი მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები