მე-2 ტიტული 2026 წელს | საბა ფურცელაძემ შარმ ელ შეიხის ტურნირი მოიგო
საბა ფურცელაძე ეგვიპტეში წარმატებულ ასპარეზობას აგრძელებს. ქართველმა ჩოგბურთელმა „შარმ ელ შეიხის“ ტურნირზე მიიღო მონაწილეობა, რომელიც ტრიუმფით დაასრულა.
საბამ ფინალში ATP რეიტინგის 901-ე ნომერი, ბელგიელი რომეინ ფაუკონი სამ სეტში6 6:2 3:6 7:6 დაამარცხა და 2026 წელს უკვე მეორე ტიტულს დაეუფლა.
შეგახსენებთ, რომ საბა ფურცელაძეს კარიერაში უკვე 12 ITF ტურნირი და ერთი ჩელენჯერი აქვს მოგებული.
ასევე გეტყვით, რომ 24 წლის ქართველი ჩოგბურთელი ATP რეიტინგში 185 ქულით 269-ე ადგილს იკავებს.
საჩემპიონო ქულა