როტერდამის ტურნირი | ბასილაშვილმა კვალიფიკაცია ვერ გაიარა
როტერდამის ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილი ჰამად მეჯედოვიჩს დაუპირისპირდა და ორ სეტში 3:6 4:6 დამარცხდა.
პირველ სეტში ჩოგბურთელები საკუთარ ჩაწოდებაზე დამაჯერებლად თამაშობდნენ, თუმცა მე-4 გეიმში მეჯედოვიჩმა ბრეიკი შეასრულა და მიღებული უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვა. სხვა არცერთ გეიმში ჩოგბურთელებს ბრეიკ პოინტი არ ჰქონიათ.
მეორე სეტიც თითქმის იდენტური სცენარით წარიმართა. ამჯერად ბასილაშვილმა თავისი ჩაწოდება მე-5 გეიმში დათმო და ბრეიკ პოინტები მხოლოდ მაშინ ჰქონდა, როცა ჰამადი მატჩზე აწვდიდა. სამწუხაროდ, ქართველი ჩოგბურთელი დამარცხდა.
შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზმა წინა მატჩი მონპელიეს ტურნირის პირველ წრეში გამართა და ნარდისთან ორ სეტში დამარცხდა.
ამ მომენტისთვის, 33 წლის ქართველს ATP რეიტინგში 464 ქულა აქვს და 137-ე პოზიციაზე იმყოფება.