„კორიდა და რეალი ერთდროულად? კორიდას ავირჩევდი“ | ხავიერ ტებასი
ესპანეთის ლა ლიგის პრეზიდენტმა, ხავიერ ტებასმა გულშემატკივრების ყურადღება კიდევ ერთხელ მიიქცია. ტებასმა განაცხადა, რომ კორიდა და „რეალის“ თამაში ერთსა და იმავე დროს რომ იწყებოდეს, „ბლანკოსის“ მატჩის ყურებას არ აირჩევდა.
„მორანტეს (მატადორი ხოსე ანტონიო მორანტე კამაჩო) კორიდა და რეალის თამაში ერთდროულად რომ იწყებოდეს, მორანტეს ყურებას ავირჩევდი. რა თქმა უნდა, რეალის გულშემატკივარი ვარ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ბლანკოსის პრეზიდენტს, ის ვინც არ უნდა იყოს, მესიასავით უნდა მოვექცე.“
ტებასმა „რაიო ვალეკანოსა“ და „ოვიედოს“ შეხვედრაზეც ისაუბრა, რომელიც მოედნის საფარის მდგომარეობის გამო გადაიდო. ტებასმა აღნიშნა, რომ „რაიო“ და ლა ლიგა სწორად მოიქცნენ და მათი მხრიდან, არანაირი სახის დანაშაული არ ჩადენილა.
„კიბეების წმენდის დროს დიასახლისი ქალბატონი რომ წაიქცეს, ესეც ლა ლიგისა და ტებასის ბრალი იქნება“, - აღნიშნა ორგანიზაციის პრეზიდენტმა ABC-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.