ბულზთან თამაში საეჭვოა - მამუკელაშვილს ნეკნის ტრავმა აქვს
„ტორონტო რეპტორსის“ ქართველი ფორვარდის, სანდრო მამუკელაშვილის „ჩიკაგო ბულზთან“ თამაში საეჭვოა.
ამერიკული მედიის ინფორმაციით, ქართველ კალათბურთელს მარჯვენა ნეკნის ტრავმა აწუხებს, რის გამოც პარასკევს მისი თამაში კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის დაბრუნდება მამუკელაშვილი პარკეტზე. CBS Sports-ის ინფორმაციით, მას ნეკნის დაჟეჟილობა აქვს და სამწვრთნელო შტაბს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით გარისკვა არ სურს. შესაძლოა, „ბულზის“ გარდა სანდრო კვირას, „მილუოკი ბაქსის“ წინააღმდეგაც დაასვენონ.