თორნიკე შენგელია
Aa
Aa

შენგელიას 6 ქულა, 5 მოხსნა და 7 პასი | ბარსელონა მონაკოსთან დამარცხდა

ევროლიგის რეგულარული სეზონის ბოლოსწინა ტურში თორნიკე შენგელიას „ბარსელონა“ „მონაკოს“ დაუპირისპირდა. კატალონიელებმა სტუმრად ითამაშეს და ერთ-ერთი კონკურენტთან 86:93 დამარცხდნენ.

ქართველმა კალათბურთელმა მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო, მაგრამ მეორე ტაიმის სტარტზე ჯარიმებით დაიტვირთა და მეოთხე ფოლი მიიღო. საბოლოოდ, შენგელიას 5 პერსონალური ჯარიმის გამო, პარკეტის ნაადრევად დატოვება მოუწია.

თორნიკემ 19 წუთი და 49 წამი ითამაშა. მისი მონაგარი 6 ქულა, 5 მოხსნა და 7 შედეგიანი გადაცემა იყო. შენგელიამ 3-დან 2 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო გამოიყენა, 1 სამქულიანი კი გააფუჭა. 5-დან 2 მოხსნა მან მეტოქის ფარზე მიითვალა და მის პასივში 3 დაკარგვა იყო.

ამრიგად, „ბარსელონას“ 20 მოგება და 17 წაგება აქვს და პლეი-ინში გასასვლელად იბრძვის. კატალონიელები ევროლიგის რეგულარული სეზონის ბოლო შეხვედრას 17 აპრილს, „ბაიერნის“ წინააღმდეგ გამართავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კვარაცხელიას მაგია“ | უეფამ ქართველი ფეხბურთელის გოლი გამოარჩია
„კვარაცხელიას მაგია“ | უეფამ ქართველი ფეხბურთელის გოლი გამოარჩია