ზურიკო დავითაშვილი
Aa
Aa

18 საგოლე მოქმედება სეზონში | დავითაშვილის გამარჯვების გოლი დიუნკერკთან

საფრანგეთის ლიგა 2-ის 30-ე ტურში სენტ-ეტიენმა შინ დიუნკერკი 2:1 დაამარცხა. გამარჯვების გოლი ქართველი ფეხბურთელის, ზურიკო დავითაშვილის ანგარიშზეა, რომელმაც 66-ე წუთზე, როცა ანგარიში 1:1 იყო, მეკარეს დაბალ კუთხეში გაუტანა.

Sofascore-მა ზურიკოს უმაღლესი შეფასება - 10 დაუწერა, ამ მატჩში უმაღლესი შეფასება მხოლოდ მან მიიღო.

ლიგა 2-ის ბომბარდირთა დავაში ზურიკო 13 გოლით მეორე ადგილზეა, ლიდერ თაუფიკ ბენტაიებს 3 გოლით ჩამორჩება.

ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში 26 მატჩში 13 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი შეასრულა. პლუს ერთი მატჩი საფრანგეთის თასზე და ნიცასთან გატანილი პენალტი. ასე რომ, საერთო ჯამში 27 მატჩში 18 საგოლე მოქმედება დააგროვა (14 გოლი და 4 საგოლე პასი).

სენტ-ეტიენმა 30 მატჩში 57 ქულა დააგროვა, მეორე ადგილზეა და ლიდერ ტრუას 1 ქულით ჩამორჩება, თუმცა ტრუამ ერთით ნაკლები, 29 მატჩი ჩაატარა, მიმდინარე ტურში ჯერ არ უთამაშია.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    უგოლო სერია ბრწყინვალე გოლით დაასრულა | ბუდუმ უნიონს გაუტანა
    უგოლო სერია ბრწყინვალე გოლით დაასრულა | ბუდუმ უნიონს გაუტანა