ბორენა ცერცვაძე
Aa
Aa

PFL ჩიკაგო: ბიშოპმა ცერცვაძე მახრჩობელა ილეთით დაამარცხა

PFL-ში, რომელსაც ჩიკაგო მასპინძლობს, ჯენა ბიშოპმა (10-3) ბორენა ცერცვაძე (6-1) ტექნიკური დანებებით, უკანა მახრჩობელა ილეთით პირველივე რაუნდის 2:21 წუთზე დაამარცხა.

 

ბიშოპთან ბრძოლამდე ბორენას ექვსიდან ექვსი გამარჯვება ჰქონდა, კარიერაში პირველად დამარცხდა. ცერცვაძემ ბოლო ორი ჩხუბი პირველ რაუნდში მოიგო. ბორენამ ხანიმ ბაშიროვა მტკივნეული ილეთით დაამარცხა, ხოლო მობინა ბაბანატაის გრაუნდ ენდ ფაუნდით, ტექნიკური ნოკაუტით მოუგო.

ბიშოპი 39 წლის გამოცდილი მებრძოლია, რომელმაც ცერცვაძესთან შეხვედრამდე პროფესიონალურ დონეზე 12 ბრძოლა გამართა. ცერცვაძესთან ბრძოლამდე მის ანგარიშზე 9 გამარჯვება და 3 მარცხი იყო. ბიშოპმა ბოლოს 2025 წლის აგვისტოში იჩხუბა და ლიზ კარმუჩთან დამარცხდა. ამერიკელ მებრძოლს ბოლო ხუთი ორთაბრძოლიდან სამი წაგებული ჰქონდა და დღეს გაიმარჯვა.

2024 წელს ბიშოპი დაკოტა დიტჩევას დაუპირისპირდა, რომელიც ESPN-მა 30 წლამდე საუკეთესო მებრძოლების რეიტინგში, ილია თოფურიას შემდეგ, მეორე ადგილზე გაიყვანა. დიტჩევამ ის პირველ რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა. სხვადასხვა დროს, ბიშოპს Bellator-ში და LFA-ში უასპარეზია.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
PFL-ში იჩხუბებს | ბორენა ცერცვაძე ოქტაგონს უბრუნდება
PFL-ში იჩხუბებს | ბორენა ცერცვაძე ოქტაგონს უბრუნდება