წონა ჩაბარებულია | ცერცვაძე ბიშოპს დაუპირისპირდება
MMA-ის ქართველი მებრძოლი, ბორენა ცერცვაძე ოქტაგონს უბრუნდება და ხვალ გამთენიისას იჩხუბებს.
როგორც მოგეხსენებათ, ცერცვაძემ წლის დასაწყისში MMA-ის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და პრესტიჟულ ორგანიზაციასთან, PFL-თან გააფორმა ხელშეკრულება და მისი მომდევნო მეტოქეც მალევე გაირკვა - ჯენა ბიშოპი.
დღეს დილით, ორივე მათგანმა წონა წარმატებით ჩააბარა და ბრძოლისთვის ყველაფერი მზად არის.
ცერცვაძისა და ბიშოპის ორთაბრძოლა 12 აპრილს (04:00-დან), აშშ-ში, კერძოდ ჩიკაგოში გაიმართება. ბიშოპი 39 წლის გამოცდილი მებრძოლია, რომელსაც პროფესიონალურ დონეზე 12 ბრძოლა აქვს გამართული. მის ანგარიშზე 9 გამარჯვება და 3 მარცხია. მან ბოლოს 2025 წლის აგვისტოში იჩხუბა და ლიზ კარმუჩთან დამარცხდა. ბოლო 5 ბრძოლიდან 3 წაგებული აქვს.
View this post on Instagram
რაც შეეხება ბორენას, ქართველ მებრძოლს 6-დან 6 მოგება აქვს. ცერცვაძემ ბოლო 2 ჩხუბი პირველ რაუნდშივე მოიგო. მან ხანიმ ბაშიროვა მტკივნეული ილეთით დაამარცხა, ხოლო მობინა ბაბანატაის გრაუნდ ენდ ფაუნდით, ტექნიკური ნოკაუტით მოუგო.