გოგა ბითაძე, ტორონტო რეპტორსი, სანდრო მამუკელაშვილი, ორლანდო მეჯიქი
Aa
Aa

NBA: მამუკელაშვილის 17 ქულა და ბითაძის ორმაგი დუბლი

გამთენიისას NBA-ში მორიგი შეხვედრები გაიმართა. ჩვენთვის დიდ ინტერესს ქართველი ლეგიონერების გამოსვლა იწვევდა, რომლებმაც ნაყოფიერი მატჩები გამართეს.

გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“ სტუმრად „ჩიკაგო ბულსთან“ 127:103 მოიგო.

ნაკრების ცენტრმა 16 წუთი ითამაშა, რა დროშიც გოგა მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო. მან ზედიზედ მეორე შეხვედრაში შეასრულა ორმაგი დუბლი – 15 ქულა, 11 მოხსნა, 2 დაფარება. თამაშის დროს შესრულებული 7 სროლიდან ბითაძემ 6 ჩააგდო.

„ორლანდოს“ რიგებში ყველაზე შედეგიანი 25 ქულით გერმანელი ფრანც ვაგნერი გახლდათ.

ბითაძის „ორლანდო“ აღმოსავლეთ კონფერენციაში 45 მოგებითა და 36 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-7 ადგილს იკავებს. რეგულარული სეზონის დასრულებამდე მხოლოდ 1 ტური რჩება - 13 აპრილს „ორლანდო“ „ბოსტონის“ შეხვდება.

სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო რეპტორსი“ სტუმრად „ნიუ იორკ ნიქსთან“ 95:112 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა ჯამში 25 წუთი ითამაშა და თავისი გუნდის რიგებში საუკეთესოც იყო – 17 ქულა, 8 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა. მამუკელაშვილმა თამაშიდან 5 ბურთი ჩააგდო, ასევე გამოიყენა 4 საჯარიმო.

სანდრო „ტორონტო“ 45 მოგებითა და 36 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილზე იმყოფება. კანადელები რეგულარული სეზონის ბოლო მატჩი, 13 აპრილს „ბრუკლინს“ დაუპირისპირდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები