ტოპ 5 ლიგის გუნდის მთავარი მწვრთნელი ქალია | უნიონის ისტორიული გადაწყვეტილება
ბერლინის უნიონმა მთავარი მწვრთნელის პოსტიდან შტეფენ ბაუმგარტის გადადგომა ოფიციალურად დაადასტურა. 29 ტურის შემდეგ კლუბი ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილში მე-11 ადგილზეა და გასავარდნ ზონას 7 ქულა აშორებს.
მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებლად 34 წლის მარი-ლუიზ ეტა დაინიშნა, რომელიც მანამდე კლუბის 19 წლამდელთა გუნდს წვრთნიდა. აღსანიშნავია, რომ ეთა პირველი ქალი მწვრთნელია ისტორიაში, რომელიც ევროპის ტოპ 5 საფეხბურთო ლიგაში მამაკაცთა გუნდს ჩაუდგა სათავეში.
კლუბმა ეტას დანიშვნასთან დაკავშირებით შემდეგი განცხადება გააკეთა:
„კაცთა პროფესიონალური გუნდი სეზონის დასკვნით ფაზას და ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის ბრძოლას მარი-ლუიზ ეტას ხელმძღვანელობით შეხვდება. ეტა მანამდე 19 წლამდელთა გუნდს ავარჯიშებდა, მომავალში კი კლუბის ქალთა პროფესიონალური გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტი უნდა დაეკავებინა. მარი-ლუიზ ეტა მოვალეობის შესრულებას დაუყოვნებლივ შეუდგა. მან აღნიშნა, რომ მოხარულია კლუბის მიერ გამოცხადებული ნდობით ამ საპასუხისმგებლო ეტაპზე. მისი თქმით, უნიონის სიძლიერე ყოველთვის იყო მსგავს სიტუაციებში ძალების გაერთიანება და ის დარწმუნებულია, რომ გუნდთან ერთად გადამწყვეტი ქულების მოპოვებას შეძლებს''.