ლუკა ლოჩოშვილი
Aa
Aa

„ეს ჩემს კარიერაში პირველი დუბლია “ - ლუკა ლოჩოშვილი

„ნიურნბერგისა“ და „კაიზერსლაუტერნის“ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელმა, ლუკა ლოჩოშვილმა გამარჯვება შეაფასა და განაცხადა, რომ ეს მის კარიერაში პირველი დუბლია. ქართველი მცველის თქმით, გუნდმა მატჩი ძალიან მაღალ დონეზე ჩაატარა და 3 ქულა სრულად დაიმსახურა.

ლუკა ლოჩოშვილი:

„პროფესიულ კარიერაში ეს ჩემი პირველი დუბლია. დღეს მთელმა გუნდმა ძალიან კარგად ითამაშა. ძალიან ინტენსიურად ვთამაშობდით, ეფექტურად ვახორციელებთ მაღალ პრესინგს და დომინანტური ფეხბურთი ვაჩვენეთ. ჩვენმა გულშემატკივრებმა ეს მოგება დაიმსახურეს“.

ლოჩოშვილის დუბლი

აქვე გეტყვით, რომ ლუკამ ათბალიანი სისტემით 9.1-იანი შეფასება მიიღო და მატჩის MVP სრულიად დამსახურებულად გახდა. მან კარისკენ სამჯერ დაარტყა, საიდანაც ორი გოლით დაასრულა, პასები 71-პროცენტიანი (24-დან 17) სიზუსტით გაანაწილა, ბურთს 38-ჯერ შეეხო და სახიფათო მომენტი სამჯერ განმუხტა.

ცნობისათვის, 27 ტურში დაგროვებული 36 ქულით „ნიურნბერგი“ გერმანიის მეორე ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილში მეცხრე ადგილზეა. მომდევნო შეხვედრას ბავარიელები სანაკრებო პაუზის შემდეგ, 5 აპრილს, სტუმრად „ბრაუნშვაიგთან“ გამართავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„უფრო მნიშვნელოვანი გახდება... ლიგაში საუკეთესოა...“ - კიტე და გიზი ავსტრიულ მედიასთან
„უფრო მნიშვნელოვანი გახდება... ლიგაში საუკეთესოა...“ - კიტე და გიზი ავსტრიულ მედიასთან