ვენსან კომპანი
Aa
Aa

„ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ამ თამაშში რაღაც უხილავი ხელი ერია“ - კომპანი მსაჯების გადაწყვეტილებებზე

მიუნხენის „ბაიერნის“ მთავარმა მწვრთნელმა, ვენსან კომპანიმ პსჟ-სთან მატჩის შემდეგ სადავო ეპიზოდებზე ისაუბრა და მსაჯების მიმართ უკმაყოფილება გამოთქვა.

ვენსან კომპანი:

„რა თქმა უნდა, ჩემი საქმეა გავაანალიზო, რისი გაკეთება შეუძლია „ბაიერნს“ უკეთესად, მაგრამ რატომ არ იყო ეს წითელი ბარათი, არ მესმის. რატომ დაინიშნა ჩვენს კარში პენალტი პარიზში და რატომ არ მოგვცეს პენალტი აქ. წესები მესმის და ვხვდები, როცა შენივე მოთამაშისგან ისხლიტება ბურთი... მაგრამ ხელი თავს ზემოთ სადღაც ჰაერში ჰქონდა აწეული. ჩვენს სიტუაციაში კი ბურთი აშკარად ჯერ სხეულს მოხვდა და მერე ხელს, და ყველამ, ვისაც ფეხბურთი უთამაშია, იცის, რომ ამ დროს რეაგირება შეუძლებელია. გარდა ამისა, სხვა თამაშებში, რომლებიც ჩვენი მატჩის შემდეგ ძალიან მალე გაიმართა, მსგავს სიტუაციებში პენალტი არ დაუნიშნავთ. ასე რომ, დიახ, ეს მსაჯების გადაწყვეტილებები შედეგზე გარკვეულ როლს თამაშობს.“

„გრძნობენ თუ არა ჩემი ფეხბურთელები თავს დაჩაგრულად? არა, ვფიქრობ, შეგვიძლია პატივი ვცეთ იმ კალიბრის მეტოქეს, რომლის წინააღმდეგაც ვითამაშეთ. მაგრამ, როდესაც ასეთი დაძაბული თამაშებია, როცა მოთამაშეები ამდენ ენერგიას ხარჯავენ მიზნის მისაღწევად და მთლიანობაში ასე კარგად თამაშობენ... იცით, როცა აგებ და ეს მხოლოდ შენი ბრალია, მაშინ ასეა და ამას ვერ შეცვლი. მაგრამ ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ამ თამაშში რაღაც უხილავი ხელი ერია, რომელმაც სასწორი ჩვენთვის საზიანოდ გადახარა. ეს არაფერს აკლებს პსჟ-ს ხარისხს, მაგრამ თუ ეპიზოდებს გადახედავთ... სხვა რა უნდა ვთქვა, იცით, ეს უბრალოდ... მეტს ვეღარაფერს გეტყვით... მუშაობას გავაგრძელებთ.“

„პარი სენ-ჟერმენმა“ მიუნხენის „ბაიერნი“ ორი მატჩის ჯამში 6:5 დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის ფინალში თამაშის უფლება ზედიზედ მეორედ მოიპოვა. ფინალში პარიზული გუნდის მეტოქე „არსენალი“ იქნება. მატჩი 30 მაისს, ბუდაპეშტში გაიმართბა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სენ-ჟერმენს ფეხბურთელები კი არა, მეომრები ჰყავს“ - კლუბის მფლობელის კომენტარი
„სენ-ჟერმენს ფეხბურთელები კი არა, მეომრები ჰყავს“ - კლუბის მფლობელის კომენტარი