ნასერ ალ ხელაიფი
Aa
Aa

„სენ-ჟერმენს ფეხბურთელები კი არა, მეომრები ჰყავს“ - კლუბის მფლობელის კომენტარი

ნასერ ალ-ხელაიფი „პარი სენ-ჟერმენში“ მოსვლის შემდეგ ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე ოცნებობდა და საამისოდ ისეთი ვარსკვლავების შესაძენად, როგორებიც ლიონელ მესი, ნეიმარი და კილიან მბაპეა, ფინანსები არ დაუშურებია. თუმცა, კატარელ მილიარდერს ეს ოცნება მხოლოდ და მხოლოდ ხვიჩა კვარაცხელიამ და მისმა თანაგუნდელებმა შეუსრულეს და ისინი ამის გაკეთებასთან წელსაც ძალიან ახლოს არიან. ბუნებრივია, ორი მატჩის ჯამში „ბაიერნის“ ძლევის შემდეგ პსჟ-ის პრეზიდენტი უზომოდ ბედნიერი იყო.

ნასერ ალ-ხელაიფი

ეს ნამდვილი საოცრებაა - მეორე ფინალი და ამჯერადაც გამარჯვება გვსურს. „პარი სენ-ჟერმენს“ ფეხბურთელები კი არა ნამდვილი მეომრები ჰყავს. „ბაიერნი“ დიდი კლუბია ძლიერი ფეხბურთელებით და მათ წინააღმდეგ საოცარი მატჩები ჩავატარეთ. გასულ წელს სწორედ აქ, მიუნხენში დავწერეთ ისტორია და გვსურს ეს ისტორია კიდევ უფრო გავამდიდროთ.

ვინ არის ჩვენი მთავარი ვარსკვლავი? არავინ, მთლიანად გუნდი, რომელსაც ყველა შეხვედრაში ბრძოლა სურს. აი ეს არის ფეხბურთი და ეს არის „პარი სენ-ჟერმენი“. ჩვენ მსოფლიოს საუკეთესო მთავარი მწვრთნელი და პლანეტაზე გამორჩეული გულშემატკივრები გვყავს“.

ცნობისათვის, „პარი სენ-ჟერმენი“ საფრანგეთის პირველი კლუბია, რომელიც ჩემპიონთა თასის სამ ფინალში გავიდა. აქამდე პარიზის გუნდი „მარსელთან“ და „რეიმსთან“ ერთად ორი ფინალის თამაშით თანარეკორდსმენი იყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კვარაცხელია: “სეზონში ყველაზე რთული მატჩი იყო“
კვარაცხელია: “სეზონში ყველაზე რთული მატჩი იყო“