“კარგი მოგონებები დავაგროვეთ“ - ენრიკე ფინალში გასვლის შემდეგ
ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში პარი სენ ჟერმენი მიუნხენის ბაიერნს ესტუმრა. მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა და ფინალში ლუის ენრიკეს გუნდი ზედიზედ მეორედ გავიდა.
მატჩის დასრულების შემდეგ, ესპანელმა სპეციალისტმა კომენტარი გააკეთა.
ლუის ენრიკე:
„კარგი მოგონებები დავაგროვეთ. მატჩი დიდი ინტენსივობით ჩავატარეთ. დაცვა შეტევაზე უკეთესი იყო. ისეთი გუნდის წინააღმდეგ, როგორიც ბაიერნია, ხასიათი, რომელიც ვაჩვენეთ, ძალიან პოზიტიურია. ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ზედიზედ მეორედ გავედით ჩემპიონთა ლიგის ფინალში.
ძალიან ინტენსიური და რთული მატჩი იყო. ისინი უმაღლეს დონეზე თამაშობენ ფეხბურთს. ორივე გუნდი ერთმანეთს ჰგავს — გვიყვარს მაღალი პრესინგი. ძალიან ბედნიერები ვართ.
ორ დღეში დაბადების დღე მაქვს და უზომოდ ბედნიერი ვარ. შემდეგ ეტაპზე გავედით, ჩემპიონთა ლიგის ფინალში. გვინდა ჩვენს გულშემატკივრებს ბევრი ასეთი საჩუქარი გავუკეთოთ.”
შეგახსენებთ, რომ კვარამ ბაიერნის წინააღმდეგ საგოლე პასი მიითვალა. პსჟ ფინალში ლონდონის არსენალს დაუპირისპირდება. აღნიშნული მატჩი 30 მაისით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.