ბაიერნი, პსჟ, ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

კვარაცხელია: “სეზონში ყველაზე რთული მატჩი იყო“

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში პარი სენ ჟერმენი მიუნხენის ბაიერნს ესტუმრა. მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა და ფინალში ლუის ენრიკეს გუნდი ზედიზედ მეორედ გავიდა.

მატჩის დასრულების შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელიამ კომენტარი გააკეთა.

კვარა:

„ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ფინალში გავედით. ვიცით, რომ არსენალთან ძალიან რთული მატჩი გველოდება. ბაიერნი ამ მომენტში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია. მატჩი ძალიან რთული იყო — ალბათ სეზონში ყველაზე რთულიც.ვაჩვენეთ, რომ ასეთი დონის გუნდებთან თამაში შეგვიძლია. ამ ემბლემისთვის ყველაფერს გავიღებ.“

შეგახსენებთ, რომ კვარამ ბაიერნის წინააღმდეგ საგოლე პასი მიითვალა. პსჟ ფინალში ლონდონის არსენალს დაუპირისპირდება. აღნიშნული მატჩი 30 მაისით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

კვარას მომენტები VS ბაიერნი

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Sofascore - ცნობილია პსჟ-ს ფეხბურთელების შეფასებები
Sofascore - ცნობილია პსჟ-ს ფეხბურთელების შეფასებები