კლივლენდ კავალიერსი, ლოს ანჯელეს ლეიკერსი, ოკლაჰომა სიტი თანდერი, დეტროიტ პისტონსი
Aa
Aa

NBA | ოკლაჰომამ და დეტროიტმა მეორე რაუნდი მოგებით დაიწყეს

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში პლეიოფის მეორე რაუნდის კიდევ 2 მატჩი გაიმართა. მოქმედმა ჩემპიონმა, „ოკლაჰომა სიტი თანდერმა“ საკუთარ კედლებში „ლოს ანჯელეს ლეიკერსს“ მოუგო - 108:90.

„თანდერს“ ორმაგი დუბლით ჩეთ ჰოლმგრენმა ულიდერა - 24 ქულა, 12 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა, ხოლო შეი გილჯეს-ალექსანდერს 18 ქულა, 2 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა ჰქონდა.

რაც შეეხება „ლეიკერსს“, ლუკა დონჩიჩის არყოფნაში ყველაზე შედეგიანი (27 ქულა) ლებრონ ჯეიმსი იყო. რუი ჰაჩიმურა გუნდს 18 ქულით დაეხმარა, დეანდრე ეიტონმა კი მატჩი ორმაგი დუბლით დაასრულა - 10 ქულა, 11 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა.

მოგებით დაიწყო მეორე რაუნდი „დეტროიტ პისტონსმაც“ - მიჩიგანელებმა შინ „კლივლენდი“ დაამარცხეს - 111:101. დონოვან მიტჩელის 23 ქულა და ჯეიმს ჰარდენის 22 ქულა გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა, „პისტონსს“ კი კეიდ კანინგემმა ულიდერა - 23 ქულა, 3 მოხსნა, 7 შედეგიანი გადაცემა. ჯეილენ დურენს ორმაგი დუბლი ჰქონდა (11 ქულა, 12 მოხსნა).

8 მაისს დეტროიტი კლივლენდს, ხოლო ოკლაჰომა ლეიკერსს უმასპინძლებს. მანამდე კი 7 მაისს მეორე რაუნდის კიდევ 2 მატჩია ჩანიშნული: ნიუ იორკი ფილადელფიას მიიღებს (1:0), სან ანტონიო კი მინესოტას (0:1).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სად წავა მამუკელაშვილი? - „შარშან სხვაგან უფრო მაღალ ხელფასს მთავაზობდნენ“
სად წავა მამუკელაშვილი? - „შარშან სხვაგან უფრო მაღალ ხელფასს მთავაზობდნენ“