“ჩვენი ცხოვრების ყველაზე დიდი მატჩი იქნება“ - კვარა TNT Sports-ს ესაუბრა
ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში პარი სენ ჟერმენი მიუნხენის ბაიერნს ესტუმრა. მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა და ფინალში ლუის ენრიკეს გუნდი ზედიზედ მეორედ გავიდა.
მატჩის დასრულების შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელია გამოცემა TNT Sports-ს ესაუბრა.
კვარა:
„ძალიან ვამაყობთ, რომ ეს ისევ შევძელით. ფინალისთვის მზად უნდა ვიყოთ — ეს ჩვენი ცხოვრების ყველაზე დიდი მატჩი იქნება და ამ კლუბისთვის ყველაფერს გავიღებთ.
„ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ასე სწრაფად გავიტანეთ. დავინახე, რომ დემბელე თავისუფალი იყო და უბრალოდ ბურთი უნდა მიმეწოდებინა. მან ეპიზოდი შესანიშნავად დაასრულა. ვამაყობთ მისით და მთლიანად გუნდით, რადგან დღეს ბოლომდე ვიბრძოლეთ და საოცარი გუნდური სული ვაჩვენეთ.
არსენალი? პატივს ვცემთ ყველა გუნდს. ჩვენთვის მთავარი საკუთარი თამაშის ჩვენებაა. დიდად არ ვფიქრობთ იმაზე, ვინ იქნება ჩვენი მეტოქე — უბრალოდ ვემზადებით ჩვენი ფეხბურთისთვის და მოედანზე ყველაფერს ვდებთ. რთული იქნება, რადგან ეს ჩემპიონთა ლიგის ფინალია და ჩვენ უბრალოდ უნდა გავიდეთ და ამ მომენტით დავტკბეთ.“
ქართველმა სუპერვარსკვლავმა მცირე კომენტარი Canal + მისცა:
შეგახსენებთ, რომ კვარამ ბაიერნის წინააღმდეგ საგოლე პასი მიითვალა. პსჟ ფინალში ლონდონის არსენალს დაუპირისპირდება. აღნიშნული მატჩი 30 მაისით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.
კვარას მომენტები VS ბაიერნი