მინესოტა ტიმბერვულვზი, ფილადელფია სევენთი სიქსერსი, ნიუ იორკ ნიქსი, სან ანტონიო სპურსი
Aa
Aa

NBA | სპურსმა მინესოტას გაუთანაბრა, ნიქსმა ფილადელფიას ისევ მოუგო

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში პლეიოფის მეორე რაუნდის მეორე მატჩები ჩატარდა. „ნიუ იორკ ნიქსმა“ საკუთარ კედლებში „ფილადელფია სევენთი სიქსერსს“ მოუგო - 108:102 და სერიაში ანგარიში 2:0 გახადა.

„ფილადელფიას“ ტრავმის გამო ჯოელ ემბიდი ვერ ეხმარებოდა, მის არყოფნაში კი ყველაზე მეტი, 26 ქულა ტაირიზ მაქსიმ ჩააგდო, პოლ ჯორჯმა და კელი უბრემ კი მატჩი 19-19 ქულით დაასრულეს. რაც შეეხება „ნიქსს“, ტრადიციულად ნიუიორკელებს ჯეილენ ბრანსონმა ულიდერა - 26 ქულა, 1 მოხსნა, 6 შედეგიანი გადაცემა. ოჯი ანუნობიმ 24 ქულა დააგროვა, კარლ ენტონი თაუნსს კი სამმაგ დუბლამდე 3 შედეგიანი გადაცემა დააკლდა - 20 ქულა, 10 მოხსნა, 7 შედეგიანი გადაცემა.

კიდევ ერთ შეხვედრაში „სან ანტონიო სპურსმა“ „მინესოტა ტიმბერვულვზს“ 133:95 მოუგო და სერიაში ანგარიში გაათანაბრა.

ენტონი ედვარდსი კვლავ „მგლების“ სათადარიგოთა სკამზე იყო - „ენთმენი“ ჯერ ოპტიმალურ ფორმაში არაა: მან პარკეტზე მხოლოდ 24 წუთი გაატარა (12 ქულა, 3 მოხსნა). ყველაზე შედეგიანი „სპურსის“ რიგებში სტეფონ კასლი იყო (21 ქულა, 4 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა). ვიქტორ ვემბანიამამ მატჩი ორმაგი დუბლით დაასრულა (19 ქულა, 15 მოხსნა), დეაარონ ფოქსის აქტივში კი 16 ქულაა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ბითაძე უნდა დარჩეს, თოკოს ბარსა ვერ იყენებს“ - ინტერვიუ კოტე ტუღუშთან
„ბითაძე უნდა დარჩეს, თოკოს ბარსა ვერ იყენებს“ - ინტერვიუ კოტე ტუღუშთან