„მათ ერთი არაჩვეულებრივი თვისება აქვთ...“ - ვენგერმა კვარაზე და პსჟ-ს შემტევებზე ისაუბრა
ლეგენდარულმა ფრანგმა მწვრთნელმა და „არსენალის“ ყოფილმა დამრიგებელმა, არსენ ვენგერმა „პარი სენ-ჟერმენისა“ და „ბაიერნის“ საპასუხო შეხვედრაზე ისაუბრა და პარიზული გუნდის შემტევები შეაქო.
რა თქვა ვენგერმა:
„ასეთი თამაშის შემდეგ შეგიძლიათ თქვათ, რომ „ბაიერნი“ ამაღამ მოსალოდნელ დონეზე არ იყო, ან შეგიძლიათ თქვათ, რომ „პარი სენ-ჟერმენმა“ ნამდვილად სოლიდურად ითამაშა. პირადად მე ვიტყოდი, რომ „პარი სენ-ჟერმენმა“ დაცვაში აბსოლუტურად ფანტასტიკურად ითამაშა. ჩვენ ამაზე მატჩის დაწყებამდეც ვისაუბრეთ — მათ მეორე ტაიმშიც შეინარჩუნეს პრესინგი და „ბაიერნს“ თამაშში დაბრუნების შანსი და იმედიც კი არ მისცეს.“
„მთლიანობაში, უფრო მეტად ხაზს გავუსვამდი „პარი სენ-ჟერმენის“ თამაშის ხარისხს, რომელიც მართლაც სრულყოფილ გუნდად იქცა საოცარი შეთამაშებითა და ერთი არაჩვეულებრივი თვისებით: ამ გუნდის ნებისმიერი შემტევი, ერთ-ერთზე თამაშისას, შეტევას კარში დარტყმით ასრულებს. ისინი შეუჩერებლები არიან.“
„იქნება ეს კვარაცხელია, დუე თუ დემბელე... ერთ-ერთზე თამაშისას, აუცილებლად ურტყამენ კარში, შენს მეკარეს კი ბურთის მოგერიება უწევს — და ეს მართლაც შთამბეჭდავი თვისებაა.“
„პარი სენ-ჟერმენმა“ მიუნხენის „ბაიერნი“ ორი მატჩის ჯამში 6:5 დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის ფინალში თამაშის უფლება ზედიზედ მეორედ მოიპოვა. ფინალში პარიზული გუნდის მეტოქე „არსენალი“ იქნება. მატჩი 30 მაისს, ბუდაპეშტში გაიმართბა.