Sofascore - ცნობილია პსჟ-ს ფეხბურთელების შეფასებები
ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში პარი სენ ჟერმენი მიუნხენის ბაიერნს ესტუმრა. მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა და ფინალში ლუის ენრიკეს გუნდი ზედიზედ მეორედ გავიდა.
მატჩის დასრულების შემდეგ, გავლენიანმა გამოცემა Sofascore-მა პარი სენ ჟერმენის ფეხბურთელები შეაფასა.
Sofascore:
საფონოვი(6.8), ზაირ-ემერი(6.0), მარკინიოსი(6.5), პაჩო(7.0), მენდეში(7.5), რუისი(6.9), ვიტინია(6.5), ნევეში(7.1), დუე(7.2), დემბელე(7.6), კვარაცხელია(8.0).
როგორც ხედავთ კვარას პსჟ-ს რიგებში ყველაზე მაღალი შეფასება ერგო, თუმცა Sofascore-მა მატჩის საუკეთესოდ მანუელ ნოიერი დაასახელა და 8.9 შეფასება დაუწერა. უეფა-მ კი საუკეთესოდ პაჩო აღიარა.
შეგახსენებთ, რომ კვარამ ბაიერნის წინააღმდეგ საგოლე პასი მიითვალა. პსჟ ფინალში ლონდონის არსენალს დაუპირისპირდება.
კვარას მომენტები VS ბაიერნი