„ამჟამად მსოფლიოში საუკეთესოა!“ - ჯერარდი კვარათი აღფრთოვანებულია
ლეგენდარულმა ინგლისელმა ფეხბურთელმა, სტივენ ჯერარდმა „ბაიერნისა“ და „პარი სენ-ჟერმენის“ საპასუხო მატჩის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა და ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა. „ლივერპულის“ ლეგენდამ განაცხადა, რომ დღეისთვის, ხვიჩა მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელია.
რას ამბობს ჯერარდი:
„უდავოდ, მატჩის საუკეთესო მოთამაშეა. უბრალოდ, ძალიან ძლიერი და სახიფათოა“.
„ორივე მიმართულებით შეუძლია გამწვავება, მაგრამ მთავარი თამაშის მეორე მხარეა. ბევრ ვინგერს თამაშში ჩართვა მხოლოდ მაშინ სურს, როცა ბურთი ფეხქვეშ აქვთ. მათ უნდათ სანახაობრივი რაღაცების კეთება, მომენტების შექმნა და გოლების გატანა“.
„ეს ბიჭი კი ყველაფერს აკეთებს. ბევრს შრომობს, ართმევაზე თამაშობს და იბრძვის. მას შეუძლია როგორც მომენტების შექმნა, ისე გოლების გატანა“.
„ის ამჟამად მსოფლიოში საუკეთესო ვინგერია. მასზე უკეთესი არავინაა. ის ნამდვილად საუკეთესო ვინგერია მსოფლიოში“.
ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში ზედზიედ 7 საპლეიოფო შეხვედრაში შეძლო საგოლე მოქმედების შესრულება, რაც აქამდე არც ერთ ფეხბურთელს არ ჰქონია. ქართველმა შემტევმა ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე 10 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა.
„პარი სენ-ჟერმენმა“ მიუნხენის „ბაიერნი“ ორი მატჩის ჯამში 6:5 დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის ფინალში თამაშის უფლება ზედიზედ მეორედ მოიპოვა. ფინალში პარიზული გუნდის მეტოქე „არსენალი“ იქნება. მატჩი 30 მაისს, ბუდაპეშტში გაიმართბა.