მერაბ დვალიშვილი, პიოტრ იანი
Aa
Aa

„იანი და კიდევ ერთი ბრძოლა“ - დვალიშვილი წლის ბოლომდე 2-ჯერ იჩხუბებს

ცხვირის მოტეხილობა ხელს ვერ შეუშლის მერაბ დვალიშვილს, რომ ამ ზაფხულს პიოტრ იანთან პრინციპული ტრილოგია დაასრულოს.

ამის შესახებ ქართველმა მებრძოლმა გამოცემა MMA Junkie-სთან ინტერვიუში განაცხადა.

„ამ წელს ორი ბრძოლის ჩატარება მინდა: ზაფხულში პიოტრ იანთან ტრილოგიას დავასრულებ და წლის ბოლომდე კიდევ ერთხელ ვიჩხუბებ. მინდა აქტიური ვიყო და გავაგრძელო იმის კეთება, რაც მიყვარს. ვიქნები თუ არა ჩემპიონი – უბრალოდ მინდა, რაც შეიძლება ხშირად ვიჩხუბო, რადგან ეს მაბედნიერებს. ვიგებ თუ ვაგებ – ყველაფერს ვაკეთებ და წინ მივიწევ“,

– თქვა დვალიშვილმა.

მას შემდეგ, რაც დეკემბერში UFC-ის სუპერმსუბუქი წონის საჩემპიონო ქამარი დაკარგა, დვალიშვილი მიიჩნევს, რომ რუსთან ბრძოლაში მისი მარცხის მიზეზი არა ფიზიკური, არამედ ფსიქოლოგიური ხასიათისაა.

„როცა ბედნიერი ვარ და სიამოვნებას ვიღებ, ჩვეულებრივ კარგად გამოვდივარ. ვფიქრობ, სწორედ ეს დამაკლდა პიოტრთან ბოლო ბრძოლაში. ზედმეტად დაძაბული და ჩაციკლული ვიყავი. შემდეგ ჯერზე ჩემი თავი ვიქნები“, –

დასძინა UFC-ის ექს-ჩემპიონმა.

ამ დროისთვის იანსა და დვალიშვილს შორის მესამე ბრძოლა ოფიციალურად არ დაანონსებულა, მაგრამ თეორიულად ის შეიძლება მიმდინარე წლის ივლისში ან აგვისტოში გაიმართოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები