ენრიკე: “ვეცდებით მომავალ სეზონშიც აქ ვიყოთ“
ჩემპიონთა ლიგის ფინალში პარი სენ ჟერმენი არსენალს დაუპირისპირდა და პენალტების სერიაში 4:3 დაამარცხა, 120 წუთი კი 1:1 დასრულდა.
ლუის ენრიკეს გუნდმა ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირი ზედიზედ მეორედ მოიგო.
მატჩის დასრულების შემდეგ, ესპანელმა სპეციალისტმა კომენტარი გააკეთა.
ლუის ენრიკე:
„შერეული ემოციები მაქვს — აღფრთოვანება, დაღლილობა... ყველაფერი ერთად. მაგრამ ეს სეზონის საუკეთესო მომენტია. ჩვენ კვლავ ჩემპიონები ვართ. ზედიზედ მეორედ. ეს საოცარია.
ჩვენ ამას ვიმსახურებდით. ჩვენი გულშემატკივრები ამას მთელი სეზონის განმავლობაში იმსახურებდნენ. ფინალში ყოფნას ნამდვილად ვიმსახურებდით.
ძალიან რთული და მძიმე მატჩი იყო. ვულოცავ არსენალს — ძალიან ძლიერი მეტოქე იყო. მათ შესანიშნავად ითამაშეს. ეს ბუნებრივია. ისინი ცდილობდნენ თამაში იმ ფაზებში გადაეყვანათ, სადაც ყველაზე ძლიერები არიან. ჩვენ კი ბურთის კონტროლი და პრესინგი ვცადეთ.
საბოლოოდ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ტიტული მოვიგეთ. ვარ, თუ არა უკვე ლეგენდარული მწვრთნელი? ლეგენდა? ეს საერთოდ არ მაინტერესებს.
გამარჯვებას ვიმსახურებდით. შესაძლოა დღეს ორივე გუნდი იმსახურებდა გამარჯვებას, მაგრამ თუ მთლიან სეზონს შევხედავთ და იმას, როგორ ვითამაშეთ, მგონია, რომ ჩემპიონთა ლიგის მოგებას ნამდვილად ვიმსახურებდით. ძალიან ბედნიერები ვართ.
ახლა კი ვეცდებით, მომავალ სეზონშიც აქ ვიყოთ — რატომაც არა? მინდა, ისევ ვიბრძოლოთ ამ ტურნირისთვის და კიდევ ერთხელ დავამტკიცოთ ჩვენი შესაძლებლობები."
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს ისტორიაში გახდა მეორე ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა ორჯერ მოიგო.
ასევე, პსჟ მადრიდის რეალის შემდეგ გახდა პირველი გუნდი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ 2-ჯერ მოიგო.