პსჟ-ს ზეიმი ძალადობაში გადაიზარდა - ასობით დაკავებული პარიზში
ფრანგული პოლიციის ინფორმაციით, პარი სენ ჟერმენის ჩემპიონთა ლიგის ფინალში გამარჯვების შემდეგ გამართული ზეიმისას საფრანგეთში 400-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.
საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ლორენ ნუნიესის განცხადებით, არეულობები ქვეყნის დაახლოებით 15 ქალაქში დაფიქსირდა, ხოლო მხოლოდ პარიზში თითქმის 300 ადამიანი დააკავეს.
არეულობის დროს დაშავდა შვიდი პოლიციელი. ფანებმა რამდენიმე ადგილას ცეცხლი დაანთეს, დააზიანეს მაღაზიები, დაწვეს ავტომობილები და ველოსიპედები, ხოლო მცირე ჯგუფმა პარიზის ერთ-ერთ პოლიციის განყოფილებაშიც კი სცადა შეჭრა.
Parc des Princes-ზე, სადაც 40 000-ზე მეტი გულშემატკივარი დიდ ეკრანებზე უყურებდა მატჩს, პერიოდულად პოლიციასა და ფანებს შორის შეტაკებები მოხდა. ზოგიერთი გულშემატკივარი სამართალდამცავებს ფეიერვერკებს ესროდა, რის საპასუხოდ პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
ხელისუფლებამ დედაქალაქში წესრიგის დასაცავად დაახლოებით 22 000 პოლიციელი განათავსა.
შეგახსენებთ, რომ გასულ წელს, როდესაც პარი სენ ჟერმენმა პირველად მოიგო ჩემპიონთა ლიგა. საზეიმო ღონისძიებების დროს ორი ადამიანი დაიღუპა და დაახლოებით 200 დაშავდა.