ლივერპული, მადრიდის რეალი, იბრაჰიმა კონატე
Aa
Aa

კონატე ლივერპულიდან მიდის - რეალმა მოლაპარაკებები დაიწყო

ლივერპულის ბანაკიდან მადრიდის რეალისთვის სასიამოვნო ინფორმაციამ გამოჟონა.

იბრაჰიმა კონატე მერსისაიდულ გრანდთან კონტრაქტს არ ახანგრძლივებს და კლუბის დატოვება აქვს გადაწყვეტილი. ინფორმაციას, ნიკოლა სკირა ავრცელებს.

მისი თქმით, ფრანგ ცენტრალურ მცველს არაბული კლუბები დაუკავშირდნენ, თუმცა კონატემ ყველა შეთავაზება უარყო.

ამის პარალელურად, 27 წლის ფრანგს მადრიდის რეალი დაუკავშირდა და საკუთარი პირობები გააცნო. სამეფო კლუბს მისი გაფორმება ივლისში სურს. ბლანკოსმა იბრაჰიმას 5-წლიანი კონტრაქტი შესთავაზა.

შეგახსენებთ, რომ კონატე მერსისაიდულ გრანდს 2021 წელს შეუერთდა. 2021 წლიდან დღემდე, ყველა ტურნირზე ერთად 183 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 7 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები