ლუკა ლოჩოშვილი, ნიურნბერგი
Aa
Aa

ლოჩოშვილი მეორე ბუნდესლიგის ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა

საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველი ლუკა ლოჩოშვილი გერმანიის მეორე ბუნდესლიგის ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანეს. „ნიურნბერგის“ უკანახაზელი საუკეთესო თერთმეტეულში ანალიტიკურმა პორტალმა Sofascore-მა გამოარჩია.

ლოჩოშვილმა 27-ე ტურში შეტევაში სუპერპროდუქტიული თამაშითაც გამოიჩინა თავი და „კაიზერსლაუტერნის“ საკუთარ სტადიონზე 3:0 დამარცხებაში ბავარიულ კლუბს ორი ბურთით დაეხმარა.

Sofascore-მა ლუკას თამაში 10-დან 9,0 ქულით შეაფასა, რის შემდეგაც კვირის სიმბოლურ გუნდში შეიყვანა.

ბოლოს გეტყვით, რომ 36 ქულით „ნიურნბერგი“ გერმანიის მეორე ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილში მეცხრე ადგილზეა. მომდევნო შეხვედრას ბავარიელები სანაკრებო პაუზის შემდეგ, 5 აპრილს, სტუმრად „ბრაუნშვაიგთან“ გამართავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები