პროკურატურა მარადონას ნეიროქირურგისთვის 12-წლიან პატიმრობას ითხოვს
არგენტინის პროკურატურა დიეგო მარადონას გარდაცვალების საქმეზე ნეიროქირურგ ლეოპოლდე ლუკესთვის 12-წლიან პატიმრობას ითხოვს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება.
საქმის კიდევ ორი ფიგურანტის, კომპანია Swiss Medical-ის კოორდინატორ ნენსი ფორლინის და ფსიქიატრ აგუსტინა კოსაჩოვის მიმართ პროკურორები 10 და 8-წლიან პატიმრობას ითხოვენ.
„სამედიცინო ჯგუფში, რომელიც მარადონას მკურნალობდა, ორი მთავარი დამნაშავეა. ერთია ლეოპოლდო ლუკე, მარადონას მკურნალი ექიმი, რომლის უმოქმედობის გამო დიეგოს კარდიოლოგის მიერ რეკომენდებული გამოკვლევები არ ჩაუტარდა.
ლუკემ ყველაფერი გააკეთა, რათა მარადონას მდგომარეობა გაუარესებულიყო და მხედველობაში არ მიიღო გულის უკმარისობის სიმპტომები. მან არ გადაიყვანა დიეგო სპეციალიზებულ სამედიცინო ცენტრში, რაც პაციენტის რთული მდგომარეობიდან გამომდინარე აუცილებელი იყო.
კიდევ ერთი დამნაშავე ნენსი ფორლინია. ის ხელმძღვანელობდა სტრუქტურას, რომელიც პაციენტს სიცოცხლის ბოლო დღეებში გაურკვეველ მდგომარეობაში ამყოფებდა“.
შეგახსენებთ, რომ არგენტინის ნაკრების ლეგენდარული ფეხბურთელი 2020 წლის 25 ნოემბერს 60 წლის ასაკში გარდაიცვალა. ოფიციალური ინფორმაციით, მისი სიკვდილის მიზეზი გულის უკმარისობა გახდა. ამ დროს ის ტვინში სისხლჩაქცევის შემდეგ ჩატარებული ოპერაციისგან რეაბილიტაციას გადიოდა.