„შეგვიძლია ამაზე ვიკამათოთ, მაგრამ აზრი არ აქვს“ - ფლიკი ბრაზილიის ნაკრებს გაუბრაზდა
„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა კომენტარი გააკეთა რააფინიას ტრავმაზე, რომელიც ფეხბურთელმა ბრაზილიის ნაკრების შემადგენლობაში ავსტრალიის ნაკრების წინააღმდეგ გამართულ ამხანაგურ მატჩში მიიღო.
„ჩატარებული გამოკვლევების შედეგებმა სერიოზული ტრავმა არ აჩვენა, თუმცა სიტუაცია ყურადღებას და გარკვეულ შეშფოთებას მოითხოვს, იმის გათვალისწინებით, რომ გასულ სეზონში მან სამი ტრავმა მიიღო.
ჩვენ მას მივხედავთ. „ხეტაფესთან“ ის არ ითამაშებს, ასევე გამოტოვებს „გალათასარაისთან“ მატჩს სტამბოლში.
ეროვნულ ნაკრებში თამაში ნებისმიერი ფეხბურთელისთვის მნიშვნელოვანი ეტაპია. ისინი მოედანზე ყოველთვის ას პროცენტს დებენ. შეიძლება ვიკამუროთ იმაზე, საჭირო იყო თუ არა ავსტრალიაში - აქედან 30 ათასი კილომეტრის მოშორებით თამაში, მაგრამ ამხანაგური მატჩებისთვის მეტოქეების არჩევა უწევთ, ხოლო ერთა ლიგის პირობებში ევროპაში თამაში შეუძლებელია. ფეხბურთელებს დიდი დატვირთვა აწვებათ.
სიტუაცია ისეთად უნდა მივიღოთ, როგორიც არის. ის საუკეთესო და იდეალური არ არის, მაგრამ მის შეცვლას ვერ შევძლებ. სათამაშო დროის რეგულირება მიწევს.
მაგრამ ძალიან მომწონს ესპანეთის ნაკრების ყურება - მათი თამაშის, სათამაშო დროის განაწილების. გუნდში შესანიშნავი ურთიერთგაგება სუფევს.
ესპანეთი მსოფლიოს საუკეთესო გუნდია. დიდი სიამოვნებით ვუყურებ მათ მატჩებს“,
- განაცხადა ჰანსი ფლიკმა.