„სიტის სკანდალი, რონალდუს ამბები, მაგრამ თქვენ მაინც მბაპე გაინტერესებთ?“ - მოურინიო ჟურნალისტებს
„რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიუმ უპასუხა კითხვას იმის შესახებ, შეიძლება თუ არა, რომ გულშემატკივრებმა კილიან მბაპეს დაუსტვინონ, ფორვარდის ქცევის ფონზე, რომელიც მან სანაკრებო მატჩების პაუზის დროს გამოავლინა.
„თუ ეს მოხდება, ეს იქნება თქვენი (ჟურნალისტების) გამარჯვება - არ მინდა ვინმეს კონკრეტულად თითი დავადო.
სიმართლე გითხრათ, ბოლო კვირებში მეგონა, რომ საფეხბურთო სამყაროში ისედაც საკმარისზე მეტი ხმაურიანი ამბავი იყო. მაგრამ, როგორც ჩანს, მაინც ცოტაა თქვენთვის.
არც ისეთი დიდი ამბები გეყოთ, როგორიც „მანჩესტერ სიტის“ საქმეა, და არც ჩემს სამშობლოში კრიშტიანუ რონალდუსა და მისი მწვრთნელის გარშემო არსებული რთული ვითარება.
ამდენი მოვლენა, რომლებსაც თქვენთვის სამუშაო მასალა უნდა მოეცათ, მაგრამ ესეც არ აღმოჩნდა საკმარისი. „რეალი“ „რეალია“. აქ მუდამ რაღაც ხდება.
მეგონა, რომ კილიანთან დაკავშირებული კითხვა პირველი იქნებოდა. მთელი ეს აჟიოტაჟი კილიანის გარშემო აბსურდულად მეჩვენება“,
- განაცხადა ჟოზე მოურინიუმ.