ილია თოფურია
Aa
Aa

„რატომ ვარდი?" - თოფურიას პასუხი 2 კითხვაზე

მსუბუქ წონაში UFC-ის ჩემპიონმა, ილია თოფურიამ ახსნა, თუ რატომ გააქვს ოქტაგონზე ვარდი თავისი ბრძოლების შემდეგ.

„ეს პატივისცემის გამოხატულებაა. როდესაც ტორეადორი გამოსვლას ასრულებს, ის პატივისცემის ნიშნად ვარდს ტოვებს. ეს ჩემი მეტოქისადმი პატივისცემაა“,

- განაცხადა „ელ მატადორმა” One on One MMA-სთან ინტერვიუში.

მან ასევე ნათლად მიანიშნა, რომ არ ეშინია საკუთარი რეკორდის წინასწარ შესწორების, რადგან თავის გამარჯვებაში აბსოლუტურად დარწმუნებულია.

„მედლები ვარჯიშებზე მოიპოვება - შეჯიბრებებზე კი უბრალოდ მათ წამოსაღებად გადიხარ. ისე თავდაუზოგავად ვიშრომე, რომ ჩემს გამარჯვებაში ეჭვი არ მეპარება. ამას რისკად საერთოდ არ მივიჩნევ“,

- დასძინა თოფურიამ.

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურია ოქტაგონზე 14 ივნისს, თეთრ სახლში დაგეგმილ UFC-ის ტურნირზე დაბრუნდება, რომლის მთავარ მოვლენაშიც დროებითი საჩემპიონო ქამრის მფლობელ ამერიკელ ჯასტინ გეიჯის დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები