ლივერპული, გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

3-წლიანი კონტრაქტი ალისონს | იუვენტუსს ბრაზილიელი მეკარის გაფორმება სურს

ტურინის „იუვენტუსი“ გიორგი მამარდაშვილის კონკურენტის, ალისონ ბეკერის დამატებით არის დაინტერესებული. „ბიანკონერის“ სატრანსფერო გეგმებთან დაკავშირებით La Gazzetta dello Sport-მა ახალი ინფორმაცია გაავრცელა და გვაუწყა, რომ „ბებერმა ქალბატონმა“ კონკრეტული ნაბიჯები გადადგა.

„იუვენტუსსა“ და ალისონს შორის სამწლიან ხელშეკრულებაზე დიალოგი უკვე შედგა. მოლაპარაკებები საწყის ეტაპზეა, მაგრამ ბრაზილიელის წარმომადგენლებთან დაკავშირება დასტურია იმისა, რომ ტურინელებს ალისონის გადაბირება სერიოზულად სურთ.

La Gazzetta dello Sport-ის მიხედვით, საუბარია 2026 წლის ზაფხულში ტრანსფერზე. „ენფილდის“ დასატოვებლად და იტალიაში გადასასვლელად ალისონიც მზადაა. მისმა აგენტებმა თავიანთი კლიენტის პოზიცია „იუვეს“ წარმომადგენლებს შეატყობინეს კიდეც. „ბებერ ქალბატონს“ გამოცდილი და მაღალი დონის მეკარის დამატება სურს და საწყისი კონტაქტის შემდეგ იმედიანადაა განწყობილი.

ცნობისთვის, ალისონს ლივერპულთან კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე აკავშირებდა, მაგრამ კლუბმა მასთან ხელშეკრულება ერთი წლით გაახანგრძლივა. წარსულში იწერებოდა, რომ მას მსურველები საუდის არაბეთიდანაც ჰყავდა და, როგორც ჩანს, „წითლები“ აქცენტს „მამარდაზე“ აკეთებენ.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
დედას დაუჯერე | რა ისწავლა ილია თოფურიამ განქორწინების შემდეგ
დედას დაუჯერე | რა ისწავლა ილია თოფურიამ განქორწინების შემდეგ