ილია თოფურია
Aa
Aa

დედას დაუჯერე | რა ისწავლა ილია თოფურიამ განქორწინების შემდეგ

ილია თოფურიამ ესპანურ El Hormiguero-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ყველაზე მნიშვნელოანი რამ, რაც მან განქორწინების შემდეგ ისწავლა, დედის მოსმენაა და რომ დედებს აქვთ ინტუიცია და ხედავენ იმას, რასაც შვილები ვერ ამჩნევენ.

„შეიძლება გაგეცინოთ, მაგრამ ყველაზე დიდი რამ, რაც ვისწავლე... დედაჩემის მოსმენაა. იმიტომ, რომ დედებს აქვთ ინტუიცია და ისინი ხედავენ იმას, რასაც ჩვენ ვერ ვამჩნევთ. როდესაც დედა გეუბნება, რომ რაღაც ისე არ არის, როგორც უნდა იყოს — რაც არ უნდა ცხადად გეჩვენებოდეს შენ საპირისპირო — დაუჯერე, რომ ასეა. ვისწავლე დედაჩემის მოსმენა. მიყვარხარ, დე.“

შეგახსენებთ, თებერვალში ილიასა და მისი ყოფილი მეუღლის, ჯორჯინა უსკატეგის სასამართლო პროცესთან დაკავშირებით MARCA-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვით  ვერდიქტი გამოტანილია და „ელ მატადორი“ ჩვეულ ცხოვრებას უბრუნდება: „ილიასთვის ბოლო თვეები საკმაოდ ქაოტური იყო, თუმცა ყველაფერი ბედნიერად დასრულდა. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, საქმე დახურულია. თოფურიას ყოფილმა მეუღლემ და ილიამ შეთანხმებას მიაღწიეს. ჯორჯინამ სარჩელი გამოიტანა და მან ხელი მოაწერა შეთანხმებას იმ პირობებით, რომლებიც თავდაპირველად თოფურიამ შესთავაზა. ინფორმაციების უმრავლესობა, რომლებიც ბოლო პერიოდში ილიას შესახებ სოციალურ პრესაში გავრცელდა, სიმართლეს არ შეესაბამება. მაგალითად, მადრიდში მისი სახლი,სადაც ვარჯიშობს და ყველაფერი აქვს მოწყობილი, არ იყიდება,“-

როგორც El Mundo-მ დაწერა, ჯორჯინა ქალიშვილზე მთავარ მეურვეობას მიიღებს, თუმცა ის ესპანეთში განაგრძობს ცხოვრებას, რათა თოფურიამ გოგონას ნახვა რეგულარულად შეძლოს. მხარეები შეთანხმდნენ ბავშვის ნახვის სტანდარტულ განრიგზე, რომელიც თოფურიას გრაფიკს კარგად ერგება. ამასთან, ფინანსური შეთანხმება იმ პირობებით შედგა, რომლებსაც ილია თვეების წინ ითხოვდა: გარიგების ნაწილი ითვალისწინებს ჯორჯინასა და ბავშვის ესპანეთში დარჩენას. გარდა ამისა, ილია მადრიდის სახლს დაიბრუნებს, ეს მისი მოთხოვნა იყო, რადგან სახლში არის სავარჯიშოდ იდეალურად აღჭურვილი დარბაზი, რომელშიც მან სოლიდური ფინანსური ინვესტიცია ჩადო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები