გიორგი კვერნაძე
Aa
Aa

კვერნაძემ 89 წუთი ითამაშა | ფროზინონემ სამი ქულა ბოლო წუთებზე დაკარგა

იტალიის სერია B-ს 34-ე ტურში გიორგი კვერნაძის „ფროზინონე“ საკუთარ კედლებში „პალერმოს“ დაუპირისპირდა. მასიმილიანო ალვინის გუნდი ერთ-ერთი კონკურენტის დამარცხებასთან ახლოს იყო, მაგრამ 89-ე წუთზე გაუშვა და მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა.

„ფროზინონემ“ ანგარიში 75-ე წუთზე გახსნა. ჯაკომო კალომ საოცარი ბურთი შეაგდო და „პალერმოს“ კარი ულამაზესი საჯარიმო დარტყმით აიღო. სტუმრებს ქულა ფილიპო რანოკიამ გადაურჩინა.

კვერნაძემ მოედანზე 89 წუთი გაატარა და მეტოქის კარისკენ 4-ჯერ დაარტყა, თუმცა სახიფათო არც ერთი მათგანი აღმოჩნდა. გიორგი ბურთს 50-ჯერ შეეხო, 1 საკვანძო გადაცემა გააკეთა და ბურთი 10-ჯერ დაიბრუნა. Sofascore-მა მისი თამაში 6.7 ქულით შეაფასა.

ამრიგად, „ფროზინონეს“ 69 ქულა აქვს და მეორე პოზიციაზე იმყოფება. კვერნაძის გუნდი „მონცას“, რომელსაც მასზე ერთით ნაკლები მატჩი აქვს, 3 ქულით უსწრებს და მომდევნო შეხვედრა 18 აპრილს, „მოდენას“ წინააღმდეგ ელის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„რა საოცარი ფეხბურთელია“ | გარი ლინეკერმა კვარაცხელიაზე ისაუბრა
„რა საოცარი ფეხბურთელია“ | გარი ლინეკერმა კვარაცხელიაზე ისაუბრა